LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ისე აკრიტიკებენ სასამართლოს, გეგონება ეს სისტემა მათი შექმნილი არ იყოს: ლადო ბოჟაძე

88
img-0267-2021-04-09-13-10-33-818827-1024x683

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ისე აკრიტიკებენ მართლმსაჯულებას, გეგონება ეს სისტემა მათი შექმნილი არ იყოს“,-ამის შესახებ ანალიტიკოსმა ლადო ბოჟაძემ „ფორტუნას“ გადაცემა „დღის თემაში“ განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, უზენაესი სასამართლოს რეფორმა ბევრი მიმართულებით საჭიროებს ცვლილებებს, თუმცა მისი თქმით, საფრთხე, რომ ამან გამოიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, არსებობს.

“აშშ და ევროკავშირის განცხადებებში და მიდგომებში იკითხება, რომ იმდენად პრობლემური საკითხია, რამდენადაც ამან შესაძლოა დააზიანოს საერთო შეთანხმება, თუმცა იგივე შეთანხმებაში რაც არის, ზოგადად მართლმსაჯულებასთან დაკავშირებით, ეს ყველაფერი უკვე კანონმდებლობაში ასახულია.

რაც ეხებოდა უზენაესი სასამართლოს მოსამართლეებს, ეს საკითხი დარეგულირებულია, თუმცა სასამართლო რეფორმა ბევრი მიმართულებით საჭიროებს ცვლილებებს.

საფრთხე იმისა, რომ ამან შესაძლოა გამოიწვიოს საკონსტიტუციო ცვლილებების ჩავარდნა, არსებობს და როგორც ჩანს, ჩვენი პარტნიორები პირველ რიგში სწორედ ამაზე ღელავენ, რომ ეს საბაბი არ გამოიყენოს ოპოზიციამ სხვა მნიშვნელოვანი შეთანხმებების ჩასაგდებად.

„ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ისე აკრიტიკებენ, გეგონება ეს ადამიანები და სისტემა მათი შექმნილი არ იყოს და გეგონება ვინმე ვერ ხედავდეს განსხვავებას დღევანდელ მართლმსაჯულებასა და ადრინდელს შორის.

გახსოვთ, უზენაეს სასამართლოში ისე ნიშნავდა სააკაშვილი ადამიანებს, ვერ ვგებულობდით საერთოდ ვინ იყო“,-განაცხადა ლადო ბოჟაძემ.