LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნაციონალურმა მოძრაობამ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა: არჩილ თალაკვაძე

32
არჩილ თალაკვაძე

პარლამენტის ვიცე-სპიკერის არჩილ თალაკვაძის განცხადებით, ნაციონალურმა მოძრაობამ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა და პარლამენტში შესვლის გადწყვეტილება მიიღო, რადგან სამართლებრივ და დემოკრატიულ სახელმწიფოში არავის ეპატიება არჩევნების უგულებელყოფა და საზოგადოების მოტყუება.

თალაკვაძის განმარტებით, ნაციონალურ მოძრაობას შარლ მიშელის დოკუმენტზე ხელის მოწერა მოუწევს და ვიდრე ისინი დოკუმენტს ხელს არ აწერენ მარგინალურ ზონაში რჩებიან, როგორც ანტისისტემური და რადიკალური პოლიტიკური პარტია.

„ნაციონალურმა მოძრაობამ“ შვიდთვიანი უშინაარსო, ანტისახელმწიფოებრივი საბოტაჟი დაამთავრა. მათ მოუწიათ პარლამენტში შემოსვლა იმიტომ, რომ ეს არის სამართლებრივი სახელმწიფო, ეს არის დემოკრატია და არავის ეპატიება მოქალაქეების არჩევანის უგულებელყოფა, არავის ეპატიება საზოგადოების მოტყუება. დანარჩენ პასუხებს უკვე ისინი პარლამენტში მიიღებენ შემდეგი თვეების განმავლობაში, როგორც თვითონ ამბობენ.

მათ მოუწევთ მიშელის დოკუმენტზე ხელმოწერაც. ვიდრე მიშელის დოკუმენტს ხელს არ აწერენ, ისინი რჩებიან მარგინალურ ზონაში, როგორც ანტისისტემური და რადიკალური პოლიტიკური პარტია. ისინი რჩებიან ევროპული ღირებულებების მიღმა, ვიდრე ჩვენს ევროპელ პარტნიორებთან ერთად მიღწეულ შეთანხმებას ხელს არ მოაწერენ. დანარჩენზე აი აქ, პარლამენტის დარბაზში თქვენ ნახავთ, თუ რა პასუხებს მიიღებენ ყველა იმ ანტისისტემურ, ანტისახელმწიფოებრივ განცხადებაზე, რაც მათ ჰქონდათ თვეების განმავლობაში“, – განაცხადა თალაკვაძემ.

„ნაციონალური მოძრაობა“ პარლამენტში მივიდა

პარლამენტში ვბრუნდებით… მოვედით, რომ საქმე ვაკეთოთ, ბოიკოტმა თავისი როლი შეასრულა: რომან გოცირიძე

ჩვენი საპროტესტო აქციები გაგრძელდება როგორც ქუჩაში, ასევე პარლამენტში: ბეჟაშვილი

შევდივართ და შევდივართ, მეტი რა უნდა ვთქვა – ნატო ჩხეიძე

ჯერ კიდევ იმ სიხარულისა და აღმაფრენის ქვეშ ვარ, რასაც “ნაციონალების” პარლამენტში შემოსვლა ჰქვია: ხვიჩია

თაკო ჩარკვიანი პარლამენტში შევიდა

პარლამენტში გუბაზ სანიკიძეც მივიდა

პოპულალურები