LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაცმოძრაობის კლასტერი” და დესტაბილიზაციისკენ მიმართული ქმედება – გია ვოლსკი ოპოზიციას

94
BeFunky-collage - 2020-04-23T164434.090

პარტია “ქართული ოცნების” საპარლამენტო უმრავლესობის დეპუტატი გია ვოლსკი ოპოზიციის მიერ საერთაშორისო პარტნიორებისადმი გაგზავნილ წერილს ეხმაურება. ვოლსკიმ ჟურნალისტეთან საუბარში განაცხადა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება, „ნაცმოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა დავიწყებული აქვთ. პარლამენტის პირველმა ვიცე-სპიკერმა  განმარტა, რომ ოპოზიციის ინტერესებში არჩევნების ჩატარება არ შედის.

„მითქვამს და გავიმეორებ, მათი ინტერესი არჩევნების ჩატარებაში არ მდგომარეობს და ამ შემთხვევაში ეს პოლიტპატიმრების თემა იქნება წინ წამოწეული მიზეზი. ეგონათ, რომ კომპრომისი არ იქნებოდა ჩვენგან დაშვებული. სახელმწიფოს ინტერესებიდან გამომდინარე, კომპრომისი დავუშვით და იმის პერსპექტივა, რომ მათ რაიმე პოლიტიკური უპირატესობა მოიპოვონ, არ არსებობს.  სამწუხაროა, რომ ზოგიერთი პოლიტიკური მოძრაობა, რომელიც ამ ვითარებაში პოლიტიკურ გამორჩენას ელოდება, „ნაცმოძრაობის“ კლასტერს შეუერთდა და ქვეყნის და ხალხის წინაშე პასუხისმგებლობა დავიწყებული აქვთ“, – განაცხადა ვოლსკიმ.

რაც შეეხება ოპოზიციის წერილს, მათ დღეს საქართველოს პარტნიორებსა და მხარდამჭერებს ღია წერილით მიმართეს, სადაც ოპოზიციურმა ძალებმა პარტნიორებს 8 მარტის შეთანხმება შეახსენეს. დოკუმენტს გაერთიანებული ოპოზიციის ყველა პარტიის წარმომადგენელი აწერს ხელს.

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის გია ვოლსკი ასევე გამოეხმაურა  „გირჩის“ მიერ დღეს გამართული აქცია დესტაბილიზაცია და აღნიშნა, რომ მსგავსი ქმედებები სახელმწიფოს წინააღმდეგ არის მიმართული. მისივე თქმით, აღნიშნულს ფაქტს შეიძლება ეწოდოს “ნაცმოძრაობის კლასტერი”.

პოლიციამ „გირჩის“ ლიდერები დააჯარიმა: „საგანგებო მდგომარეობა ხელისუფლების პიარია“

"დადგენილ შეზღუდვებს არანაირი კავშირი არ აქვს ინფექციის გავრცელებასთან".

„ეს არ არის მხოლოდ უპასუხისმგებლობა, რაც ამ პოლიტიკურმა გაერთიანებამ ჩაიდინა. ეს არის გამიზნული ქმედება სახელმწიფოს და ჩვენი ხალხის წინააღმდეგ. ჩვენ ვდგავართ რეალური საფრთხის წინშე და გამორიცხულია, რომ ამ რეალურ საფრთხეს არ აცნობიერებდნენ კონკრეტული ადამიანები. აქედან გამომდინარე, ქმედებებიც არის გამიზნული, დაგეგმილი და ზოგადად დესტაბილიზაციის შექმნისკენ მიმართული. ესეც ერთ-ერთი შემადგენელია იმ კლასტერისა, რასაც „ნაცმოძრაობის“ კლასტერი შეიძლება ვუწოდოთ”, – განაცხადა გია ვოლსკიმ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ყოფილი იპოდრომის ტერიტორიაზე „გირჩის“ წევრებმა აქცია გამართეს. მათ საგანგებო მდგომარეობის გახანგრძლივება გააპროტესტეს. აქციაზე სამართალდამცველებმა რამდენიმე მონაწილე დააკავეს.