LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ამ ნაძირალა კაცს გადაეცით, რომ ენას ამოვაძრობ და ხელში დავაჭერინებ – ზურა ხაჩიძე

18351
zura-2

მომღერალი და სამცხე-ჯავახეთის გუბერნატორის მოადგილე ზურა ხაჩიძე სოციალურ ქსელში გავრცელებულ ხუმრობას გამოეხმაურა, რომლის თანახმად ნინი ქარსელაძე და ხათუნა ჟორდანია „კურიერს“ წაიყვანენ.

“ჩემს ოჯახს თავი დაანებეთ, თორემ დ.მ”,- წერს ზურა ხაჩიძემ.

ამ ნაძირალა კაცს გადაეცით,რომ ენას ამოვაძრობ და ხელში დავაჭერინებ!(ამისთვის ეხლა არ მცალია) რაც შეეხება ამ საგენტოს ჩემი ოჯახის წევრების ლანძღვისთვის და ყბაში მიცემისთვის ერთი არ აგცდეთ რასაც აქ კომენტარებში წერენ!(სრული მარაზმია ეს სტატუსების გამოქვეყნება და ადამიანების დისკრედიტაცია)
ოჯახის წევრებს არ გაგალანძღვინებთ თქვე ნაძირლებო. იქნება ვინმეს წამოგცდეთ თმენის ვალდებულებაო?! ჩემზე დაწერეს ცოტა ხნის წინ სრული სიყალბე.ამოიწერეს სრული უზუსტობები ჩემი ქონებრივი დეკლარაციიდან და ალანძღვინეს ჩემი თავი ხალხს.ადამიანები არც შედიან იქ რა წერია სათაურით მლანძღავდენ თუ საიდან ავიღე წინა წელს მთელი წლის მანძილზე 50 000 ლარი! შეგახსენებთ სამი თვეა რაც დავინიშნე.რაღაცა ზომებია მისაღები, მაგალითად ის რაც საფრანგეთმა მიიღო ყალბი სტატიების და ცრუ იმფორმაციის გავრცელებისთვის! ეს ნაძირლები და უცოდინარები ეწევიან ადამიანების პროვოცირებას.კიდევ ერთხელ ვამბობ ჩემზე გავატარე და ამას ესე არ დავტოვებ.დ.მ. ვინც ჩემს ოჯახს შეეხება!(სრული ბოდვაა რაც აქ წერია და ჩემს ოჯახს თავი დაანებეთ თორე დ.მ.)

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები