LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ნაფეხურებია ჩემს ოთახში, სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურის დამონტაჟებას აპირებდა”- ხატია დეკანოიძის შტაბში შეჭრის ფაქტზე გამოძიება დაიწყო

159
BeFunky-collage (1)

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” ისნის რაიონის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის ხატია დეკანოიძის განცხადებით, გუშინ, გვიან ღამით მის შტაბში უკანონოდ შეიჭრნენ, რათა სავარაუდოდ მოსასმენი აპარატურა დაემონტაჟებინათ.

„შტაბში იყვნენ იმ დროს ჩვენი ახალგაზრდები დარჩენილები, რომლებიც გეგმავდნენ დღევანდელ ღონისძიებას. შუქის ჩაქრობის შემდეგ ახალგაზრდებმა გაიგეს ხმა, სიარულის ხმა, რომელიც ჩამოდიოდა ჩემი ოთახიდან. სპეციალურად გამორთული ელექტროენერგიის ფონზე გაიგეს ნაბიჯების ხმა. როდესაც ახალგაზრდები ავიდნენ მესამე სართულზე, ეს ადამიანი გადაძვრა ფანჯრიდან და გაუჩინარდა. ნაფეხურებია ჩემს ოთახში, მათ შორის სკამებზე, ასევე სახურავზე, მაგრამ ყველაზე მნიშვნელოვანი ისაა, რომ სპეციალურად გამორთეს ელექტროენერგია, რომ გადმოეღწიათ ჩემს სამუშაო ოთახში. გონივრული ეჭვი, რომელიც გვებადება არის ის, რომ სამართალდამცავი სამსახურების მიერ, სუს-ის მიერ სურდათ გადმოსულიყვნენ და დაემონტაჟებინათ სპეციალური აპარატურა, ვინაიდან სურთ გაიგონ, რას ვსაუბრობ ჩემს ოთახში”- თქვა დეკანოიძემ.

 

https://www.facebook.com/khatia.dekanoidze.7/posts/2763463013923539

 

ისნის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატი ხატია დეკანოიძე მის საარჩევნო შტაბში მოსასმენი აპარატურის მონტაჟის მცდელობაში ხელისუფლებას ადანაშაულებს და შსს-ს მოუწოდებს, ფაქტი დროულად და სრულყოფილად გამოიძიოს.

“ფაქტია, რომ ეს იყო სპეციალურად გაკეთებული უკანონო შემოჭრა ჩვენს ოფისში, რათა დაემონტაჟებინათ ფარული თვალთვალის და მიყურადების აპარატურა, იმიტომ რომ გასაგებია, უამრავი ფანჯარაა ამ შტაბში და მხოლოდ ჩემს ფანჯარაში გადმოძვრნენ. ეს არის ის მდგომარეობა, რომელიც აქვს წინასაარჩევნოდ „ქართულ ოცნებას“ და ბიძინა ივანიშვილს – სუს-ის გამოყენება, ფარული თვალთვალი, ოპონენტების შტატებში შეღწევა, რომელიც სისხლის სამართლის დანაშაულია,- განაცხადა ხატია დეკანოიძემ.

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ფაქტზე გამოძიება 19-177-ე მუხლით არის დაწყებული, რაც ქურდობის მცდელობას გულისხმობს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები