LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ, ერთ ვიდეორგოლში თავმოყრილი საქართველოს სოფლის მეურნეობა – რას და რა რაოდენობით ვაწარმოებთ

72
t

2019 წელს საქართველოში ხორბლის წარმოებამ 102.5 ათასი ტონა შეადგინა, რაც 4.3 პროცენტით ჩამორჩება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. ინფორმაციას სტატისტიკის ეროვნული სამსახური ავრცელებს.

მათივე ცნობით, 2019 წელს ქერის წარმოება 5.7 პროცენტით შემცირდა და 54.4 ათასი ტონა შეადგინა. სიმინდის წარმოება 205.9 ათასი ტონით განისაზღვრა, რაც 6 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს. კარტოფილის წარმოება 12.2 პროცენტით შემცირდა და 208.6 ათასი ტონა შეადგინა. ამასთან, 2019 წლის განმავლობაში წარმოებულია 162.1 ათასი ტონა ბოსტნეული, რაც 14 პროცენტით აღემატება წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს.

2019 წლის წინასწარი მონაცემებით, წინა წელთან შედარებით, შემცირებულია ხორბლის, ქერის და კარტოფილის საშუალო მოსავლიანობის მაჩვენებლები, გაიზარდა სიმინდისა და ბოსტნეულის საშუალო მოსავლიანობების მაჩვენებლები. გამოკვლევის შედეგების მიხედვით, ხორბლის საშუალო მოსავლიანობამ 2.3 ტონა/ჰა შეადგინა, ქერის საშუალო მოსავლიანობამ – 2.1 ტონა/ჰა, სიმინდის – 2.8 ტონა/ჰა, კარტოფილის – 11.6 ტონა/ჰა, ბოსტნეულის – 10.1 ტონა/ჰა, აქედან პომიდვრის მოსავლიანობაა 13.4 ტონა/ჰა, კომბოსტოს – 33.1 ტონა/ჰა, ხახვის 6.8 ტონა/ჰა, თუმცა შემცირებულია კიტრის და ნივრის საშუალო მოსავლიანობები და შეადგენს კიტრის – 10.4 ტონა/ ჰა, ხოლო ნივრის 2.4 ტონა/ჰა.

2019 წელს ერთწლიანი კულტურების ნათესმა ფართობმა 206.6 ათასი ჰექტარი შეადგინა, რაც წინა წლის შესაბამის მაჩვენებელს 0.2 პროცენტით ჩამორჩება. მათ შორის საშემოდგომო მარცვლოვანი კულტურების ნათესი ფართობია 55.4 ათასი ჰექტარი, ხოლო საგაზაფხულო კულტურების ნათესმა ფართობმა 151.2 ათასი ჰექტარი შეადგინა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები