LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახეთ როგორი იქნება აეროპორტის ახალი ტერმინალი ქუთაისში – ფოტოები მშენებლობიდან

478
77030481-3112854248730233-9212870253405536256-o

ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ტიხრების მოწყობა და იატაკის მოჭიმვის სამუშაოები სრულდება. როგორც პროექტის განმახორციელებელი სამშენებლო კომპანია „ანაგი“ იუწყება, დასასრულს უახლოვდება ტერმინალის ტერასაზე მოსასვენებელი ტერიტორიის მოწყობაც.

ამასთან, პარალელურად მიმდინარეობს აეროპორტის ძირითადი შენობის და ტერმინალის დამაკავშირებელი გვირაბის მშენებლობა.

შეგახსენებთ, ახალი სამგზავრო ტერმინალის მშენებლობის დასრულების შემდეგ აეროპორტს 7 გასასვლელი (ე.წ. Gate) ექნება და საათში 1200 მგზავრის შეუფერხებლად გატარებას შეძლებს, რაც აეროპორტის გამტარუნარიანობას ოთხჯერ გაზრდის.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები