LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარფაბრიკატების საწარმო და მაღაზია ერთ სივრცეში – უმაღლესი ხარისხი „პელმენიუსგან”

1

„პელმენიუ”, რომელიც თბილისში ნახევარფაბრიკატების საწარმოსა და მაღაზიას აერთიანებს, მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის პროდუქციას სთავაზობს. „პელმენიუს” მენიუში 22-ამდე დასახელების სხვადასხვა ნაწარმია.

როგორც „ფორტუნას”„პელმენიუს” დამფუძნებელმა ნანა გუგეშაშვილმა განუცხადა, ბრენდი ბაზარზე 2015 წელს გამოჩნდა და მას შემდეგ, მუდმივად ზრუნავს რომ მომხმარებელს უმაღლესი ნედლიულით დამზადებული მზა პროდუქცია მიაწოდოს.

„გვაქვს ნახევარფაბრიკატების ფართო არჩევანი, ჩვენთან მზადდება: პელმენები, ხინკალი, ღვეზელები, ტოლმა, ქაბაბი, ბლინები, კატლეტი და სხვა პროდუქცია. რაც მთავარია, თითოეული ნაწარმი მზადდება ეკოლოგიურად სუფთა პროდუქციით. ხორცს, რძის ნაწარმს და სხვა ნედლულს ვყიდულობთ ადგილობრივი ფერმერებისგან. შემდეგ თითოეული ეს ნაწარმი გადის შემოწმებას და მას შემდეგ, რაც ვრწმუნდებით რომ ნედლეული ეკოლოგიურად სუფთაა, ვიწყებთ ნახევარფაბრიკატების დამზადებას”, – აღნიშნა ნანა გუგეშაშვილმა.

მისივე ინფორმაციით, ამ ეტაპზე „პელმენიუს” საწარმო და მაღაზია მდებარეობს თბილისში, კერძოდ ვაკეში, მოსეშვილის 2 ნომერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები