LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნახევარი მილიონი ევროს ინვესტიცია საქართველოში და გერმანული ბრენდი ქართულ ბაზარზე

255

ქართულ საავტომობილო ბიზნესში ახალი, ნახევარ მილიონიანი ინვესტიცია შემოდის.

ეს ინვესტიცია კი ქართულ ბაზარზე საავტომობილო ზეთების მწარმოებელ გერმანული კომპანია ROWE–ს ქართულ პარტნიორ კომპანია “ბეტაჩი ჯგუფს” შემოაქვს.

როგორც “ფორტუნას” კომპანიის ბრენდმენეჯერმა გეგა წიფურიამ განუცხადა, დღეს, 28 მარტს, 20:00 საათზე, კომპლექს ”ფუნიკულიორის” წვეულებათა დარბაზში, საავტომობილო ზეთებისა და საპოხი მასალების მწარმოებელი გერმანული კომპანია ROWE-ს ბრენდისა და პროდუქტის წარდგენის ოფიციალური ცერემონია გაიმართება.

ღონისძიების ფარგლებში ქართულ კომპანია „ბეტაჩი ჯგუფსა“ და Rowe-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდება.

ღონისძიებას დაესწრებიან სახელმწიფო სტრუქტურების წარმომადგენლები და საავტომობილო სფეროში დასაქმებული ბიზნეს-კომპანიების ხელმძღვანელი პირები.

ცერემონიაზე დასასწრებად საქართველოში, გერმანული კომპანია Rowe-ს დამფუძნებელი მიხაილ ცე ჩამოდის.

 

ბეტაჩი ჯგუფის ინვესტიცია საქართველოში ნახევარ მილიონ ევროს შეადგენს

როგორც ”ფორტუნას” „ბეტაჩი ჯგუფში” განუცხადეს, ბრენდული საავტომობილო ზეთები წარმოდგენილია როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. მათ შორის, თელავში კომპანიის ოფიციალურმა პარტნიორებმა მაღაზია ”Rowe ჯორჯია” გახსნეს, რომელშიც ექსკლუზიურად მხოლოდ ROWE-ს პროდუქციაა წარმოდგენილი.

ROWE–ის პროდუქციის ფასები 15 ლარიდან 50 ლარამდე მერყეობს, თუმცა ბრენდს აქვს სპორტული ავტომობილებისთვის განკუთვნილი სპეციალური ზეთებიც, რომელებიც შედარებით ძვირი ღირს. ამ ქსელში ასევე ნახავთ სატვირთო მანქანებისა და სხვა ტიპის ავტომობილების ზეთებსაც.

კომპანიის ინფორმაციით, ROWE-ს კვალიფიციური თანამშრომლები, ტექნოლოგიური პროცედურებისა და კონტროლის მკაცრი მექანიზმების ზედმიწევნით დაცვით, ქმნიან უმაღლესი ხარისხის პროდუქტებს, რომლებშიც შედის: ძრავის ზეთები; სამრეწველო ჰიდრავლიკური ზეთები და სითხეები; საპოხი მასალები; სამუხრუჭე სითხე; ანტიფრიზი; ბიოლოგიური საპოხი მასალები; კვების მრეწველობის ტექნიკა-დანადგარების საზეთი და საპოხი მასალები; კონსისტენტური ზეთები და საპოხი მასალები, ასევე, ქიმიური საწმენდი სითხეები და ხსნარები.

 

რუსთავში ROWE–ს სათაო ოფისი და შოურუმი გაიხსნება

ამის გარდა, “ბეტაჩი ჯგუფი” რუსთავში, სათაო ოფისს ხსნის. პროექტი უკვე დამტკიცებულია და როგორც „ფორტუნას“ კომპანიის ბრენდმენეჯერმა გეგა წიფურიამ განუცხადა, 1 თვეში უკვე მშენებლობაც დაიწყება. სათაო ოფისში განთავსდება როგორც ბრენდული მაღაზია, ასევე შოურუმი. აქვე იქნება ROW–ის მთავარი საწყობიც საქართველოში.

გეგა წიფურიას განცხადებით, კომპანიის მიზანია ქართულ ბაზარზე უფრო ფართო მასშტაბით იყვნენ წარმოდგენილები და შესაბამისად, მათი სამომავლო გეგმებიც ამ მიზნის განხორციელებას უკავშირდება.

 

თამთა უთურგაშვილი