LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანჰესი საქართველოსა და ქართველებისთვის შენდება – თურქეთის ელჩი

180
601e396bb4f01

„ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის“, – ამის შესახებ თურქეთის ელჩი საქართველოში, ფატმა სერენ იაზგანი ნამახვანჰესთან დაკავშირებით აცხადებს. ის მთავრობასა და პროტესტის მონაწილეებს კონტრუქციული დიალოგის გაგრძელებისკენ მოუწოდებს.

“მივესალმები ყველა გადაწყვეტილებას და განცხადებას გამჭვირვალობასთან დაკავშირებით. ეს პროექტი ხორციელდება საქართველოსთვის და ქართველებისთვის. ის არ შეიძლება აშენდეს ქართველების წინააღმდეგ. ყველა პროცესი ტენდერთან, შეთანხმებასთან, თუ სხვა, უნდა იყოს სრულად გამჭვირვალე. მივესალმები ნდობის შენებას, ზომებს, რომლის მიხედვითაც დიალოგის ფორმატი გაფართოვდა მათთან, ვინც ჰესის შენების წინააღმდეგია. მეორე მხრივ, გაფორმებულია კონტრაქტი, რომელსაც თავისი პასუხისმგებლობები დაერთვის. “ენკას”, მთავრობასა და იმ ადამიანებს შორის, რომელთაც პროტესტი აქვთ, ცივილიზებული დიალოგი უნდა წარიმართოს”,- აცხადებს თურქეთის ელჩი.

გარდა ამისა, ის ამბობს, რომ  ნამახვანიჰესის პროექტის ირგვლივ მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით, თურქ პოტენციურ ინვესტორებს უკვე არაერთი კითხვა აქვთ. დიპლომატის განცხადებით, ის ინვესტორებს არწმუნებს, რომ არსებული დეზინფორმაციისა და პროპაგანდის მიუხედავად, საქართველოში ბიზნესისთვის მეგობრული გარემოა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები