LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამახვანი ჰესის ხელშეკრულება გვაფიქრებინებს, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას: ანა დოლიძე

71
ანა დოლიძე

მოძრაობა “ხალხისთვის” ლიდერი, ანა დოლიძე რიონის ხეობის მცველებს სოლიდარობას უცხადებს და ამბობს, რომ  ხელისუფლებას ადგილობრივებთან მოლაპარაკების რესურსი არ აქვს. მისი თქმით, ფაქტია, რომ ხელისუფლება ვერ ხსნის და ასაბუთებს ნამახვანი ჰესის ხელშეკრულებას, რომელთან დაკავშირებითაც ძალიან ბევრი შეკითხვა არსებობს.  დოლიძის განცხადებით, ეს გვაფიქრებინებს, რომ, შესაძლოა, ადგილი  კორუფციულ გარიგებას ჰქონდა.

„მინდა სოლიდარობა გამოვუცხადო რიონის მცველებს. “ნამახვანჰესის” ხელშეკრულებასთან დაკავშირებით არსებობს ძალიან ბევრი კითხვა – რატომ არის გადაცემული იმაზე ბევრად მეტი ტერიტორია კომპანიისთვის, ვიდრე მას სჭირდება, რატომ არის გადაცემული წიაღისეულის მოპოვების უფლება და რატომ არ არის ტერიტორია გადაცემული იჯარით და არის მიყიდული. ყველაფერი ეს ძალიან განსხვავდება იმისგან, რაც ხდებოდა სხვა ჰესებთან მიმართებაში.

ჩვენ ხელისუფლებას მოლაპარაკების რესურსი არ აქვს, რაც სერიოზული საფუძველია ვიფიქროთ, რომ ადგილი ჰქონდა კორუფციულ გარიგებას და თუ ეს ხელისუფლება ამას არ გამოიძიებს, ამას შემდეგი ხელისუფლება გააკეთებს. დარბევები, კარვების აშლა, ხალხის შეგზავნა და დეზინფომაცია არის დაკავშირებული იმასთან, რომ ხელისუფლებას არ აქვს პასუხები სერიოზულ კითხვებზე, რომლებიც ჰესთან მიმართებაში არსებობს“, – აღნიშნა ანა დოლიძემ.

ნამახვანჰესის მოწინააღმდეგე აქციის მონაწილეები გუმათიდან კომპანია “ენკას”-ს ერთ-ერთ ბაზისკენ მსვლელობით მიდიან

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები