„ნამახვანის“ გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის – ტანკებზე უფრო ძლიერ რუსეთი ამ ძალას როცა უნდა მაშინ გამოიყენებს, – ამის შესახებ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრი რომან გიცირიძე სოციალურ ქსელში „ნამახვანჰესის“ მშენებლობის პროექტის გაუქმებასთან დაკავშირებით წერს.

როგორც გოცირიძე აღნიშნავს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა.

თემურ ჭყონია: „ENKA არის უდიდესი კომპანია მსოფლიოში, პროფესიონალები არიან, როგორ შეიძლება მათ შეედგინათ პროექტი, რომელიც დაინგრეოდა და ქუთაისს წაიღებდა?! წარმოგიდგენიათ, რამხელა შიზოფრენიასთან გვაქვს საქმე?”

„ნამახვანი“, „ნენსკრა“, „ხუდონი“, „ხადორი“ (ეს უკანასკნელი ამათთან რა მოსატანია, მისი გარემოზე ზემოქმება ერთი დიდი წისქვილის ტოლფსია) და კიდევ ორმოცდაათზე მეტი პროექტი რომ შეჩერდა, რა თქმა უნდა, ამაში მთავრობაა დამნაშავე. სხვას ვერც ვერავის გადააბრალებს და ვერც ვერაფრით იმართლებს თავს.

რუსეთი, შავბნელი “მცველები”, რომლებმაც ჟურნალისტების დარბევაშიც მიიღეს მონაწილება, აგრესიული მღვდლები, მწვანე აქტივისტები, “ახალი ინტელიგენციის” ნაწილი, პოპულისტი პოლიტიკოსები და ასე შემდეგ, ამ პრობლემის ზედაპირული გამოვლინების ნაწილია. პრობლემის მთავარი არსი კი არაკომპეტენტური, კორუმპირებული და ძალაუფლების შენარჩუნებაზე დაგეშილი მმართველი პოლიტიკური ძალის ქმედებებში მდგომარეობს.

„ნამახვანის“ გაჩერება დიდი დარტყმაა ქვეყნისათვის. ეს პროექტი „ანაკლია 2“-ად იქცა. „ნამახვანი“ იყო ქვეყნისათვის უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური და პოლიტიკური დატვირთვის მქონე პროექტი. ენგურის შემდეგ სიდიდით მეორე ელექტროსადგური იყო რუსეთის ენერგეტიკული მარწუხებიდან თავის დაღწევის ყველაზე დიდი საშუალება.

დღეს, რუსეთს ღილაკზე ერთი ხელის დაჭერით შეუძლია ჩააბნელოს მთელი ქვეყანა. იმიტომ კი არა, რომ კატასტროფულად იზრდება რუსეთიდან და სხვა ქვეყნებიდან ელექტროენერგიის იმპორტი, არამედ იმიტომ, რომ „ენგურის ჰოდროელექტოსადგურში“ დენის გამომუშავება მთლიანად მათ კონტროლქვეშაა (ოკუპირებულ გალის რაიონში). ტანკებზე უფრო ძლიერ ამ ძალას რუსეთი როცა უნდა მაშინ გამოიყენებს.

უმწიფარი საზოგადოების ნიშანია, როცა ვერ კეთდება ის, რაც ქვეყნისათვის სასოციცხოდ მნიშვნელოვანია“,- წერს რომან გოცირიძე. Ad desktop banner Ad mobile banner

სოფო ნამორაძე
ავტორი

მსგავსი თემები