LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილ ლიდერებს აქვთ შთაგონების უნარი – საიმონ საინეკის რეკომენდაციები

389
04916ee6e81065c8333e6546184af512eee37bbe_2880x1620

საიმონ საინეკი მიიჩნევს, რომ ნამდვილ ლიდერებს  ნებისმიერ დროში აქვთ შთაგონების უნარი. მათი ქცევა ერთმანეთს ჰგავს, აქვთ მიზანი და სჯერათ მისი განხორციელების. ამის შესახებ მან TED-ზე გამოსვლისას ისაუბრა.
საინეკის აზრით, არსებობს სამი კითხვა, რომელსაც ლიდერები (პიროვნება იქნება თუ ორგანიზაცია) პასუხობენ. ეს კითხვებია: რატომ? როგორ? რა? ლიდერებმა იციან რატომ აკეთებენ კონკრეტულ საქმეს, იციან რა არის მათი მიზანი და როგორ მივიდნენ ამ მიზნამდე. მაგალითად, კომპანიებისთვის მიზანი არ უნდა იყოს უბრალოდ ადამიანების დაქირავება სამსახურში. ამ ადამიანებს უნდა სჯეროდეთ იმის, რისიც სჯერა კომპანიას. თუ ვინმეს სამსახურში აიყვანთ მხოლოდ იმიტომ, რომ მას საქმის კეთება შეუძლია, ის იმუშავებს მხოლოდ ფულის გამო. მაგრამ თუ  აიყვანთ მას, ვისაც თქვენს მსგავსად სჯერა, ის ბოლომდე დაიხარჯება თქვენთვის და მიზნისთვის.

ორვილ და უილბერ რაითებს არაფერი გააჩნდათ. ისინი ველოსიპედების მაღაზიიდან მიღებული შემოსავლით ცხოვრობდნენ. მათ გუნდში არავის ჰქონდა კოლეჯის განათლება. თუმცა მათ ჰქონდათ მიზანი და სჯეროდათ, რომ საფრენი აპარატის შექმნის შემთხვევაში, ყველაფერი შეიცვლებოდა. მათ, ვისაც სჯეროდად ძმები რაითების ოცნების, იმუშავეს მათთან ერთად ბოლომდე. აფრენის მცდელობისას, მათ არაერთხელ განიცადეს მარცხი, თუმცა 1903 წელს ძმებმა რაითებმა აფრენა მაინც მოახერხეს.
თუ ისაუბრებთ იმაზე, რისიც გჯერათ, მიიზიდავთ ისეთებს, ვისაც იგივე მიზანი აქვს და თქვენი ოცნების სჯერა.

1963 წელს ვაშინგტონის ბაღში უამრავი ადამიანი მივიდა მარტინ ლუთერ კინგის მოსასმენად. მაშინ არ არსებობდა ვებგვერდი, არც მოსაწვევები დარიგებულა. კინგს ჰქონდა ნიჭი ადამიანებთან ურთიერთობის. მას სჯეროდა. “მე მჯერა, მე მჯერა”, – ასე ესაუბრებოდა იგი ყველას. ადამიანებმა, ვინც მას დაუჯერა, შემდეგ მისი ხედვები სხვებს გაუზიარა. შედეგად კი ვაშინგტონის ბაღში, გამოსვლაზე  250 000 ადამიანი მივიდა. ისინი მივიდნენ არა კინგის, არამედ საკუთარი თავის გამო, რადგან მათაც დაიჯერეს. კინგმა წარმოთქვა სიტყვა, სადაც არ იყო არც ერთი დაპირება, მთავარი ფრაზა კი შემდეგნაირად ჟღერდა :”მე მაქვს ოცნება”.

ადამიანები მიყვენიან მათ, ვისაც აქვთ შთაგონების უნარი, ადამიანები მიყვებიან ლიდერებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები