LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად აქვს სწორი აღქმა სოციალური რეალობის – პრემიერი ეკონომიკის ახალ მინისტრზე

146
bdgdbddg

პრემიერმინისტრმა ეკონომიკის მინისტრად ნათია თურნავა ოფიციალურად წარადგინა. დღეს გამართულ ბრიფინგზე მამუკა ბახტაძემ ყოფილ მინისტრს მადლობა გადაუხადა და თქვა, რომ ქობულია არის ძლიერი ეკონომისტი და პროფესიონალი. მისივე  თქმით, გიორგი ქობულიამ შეძლო შეექმნა განვითარების სტრატეგიები, რომლებიც მთავრობას მომავალში გამოადგება.

რაც შეეხება ნათია თურნავას, მამუკა ბახტაძე დარწმუნებულია, რომ ის დაკისრებულ მოვალეობას წარმატებით გაართმევს თავს.

“გუშინ მივიღე გადაწყვეტილება და გიორგი ქობულიას შეცვლის ნათია თურნავა. გიორგი ქობულიამ შეძლო ყველა ძირითად ინდუსტრიულ მიმართულებაზე განვითარების სტრატეგიების შედგენა. ნათიასთან მაკავშირებს ურთიერთობის 10-წლიანი გამოცდილება, თუ სწორად  დავითვალე, როგორც კერძო, ისე საჯარო სექტორში. ახლა გვჭირდება სწრაფი გადაწყვეტილებები, ოპერატიულ რეჟიმში, რომელიც ბიზნესისა და მეწარმეების ინტერესების გამტარებელი იქნება. ნათიას ნამდვილად აქვს სწორი აღქმა სოციალური რეალობის, რომელიც არის ქვეყანაში და ასეთივე აღქმა აქვს საზოგადოებას. დავალებები და ვადები, რომელიც ნათიას ექნება შესასრულებელი, არის ამბიციური და მკაცრი. დარწმუნებული ვარ, ჩვენი დახმარებით, ნათია წარმატების გაართმევს მას თავს“, – განაცხადა მამუკა ბახტაძემ.

ოფიციალურად წარდგენის შემდეგ განცხადება გააკეთა ეკონომიკის ახალმა მინისტრმაც. ნათია თურნავამ პრემიერს ნდობისთვის მადლობა გადაუხადა.

“ჩემთვის დიდი პატივია სათავეში ჩავუდგე ეკონომიკის სამინისტროს. გვაქვს კონკრეტული ხედვა, კონკრეტული დავალებები და ყველაფერს გავაკეთებ რომ ნდობა გავამართლო”,- განაცხადა ნათია თურნავამ.

 

https://www.facebook.com/bakhtadzemamuka/videos/298732194357979/

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები