LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა.. ცოტა ასეთი სუნი მცემს: გიორგი ვაშაძე

45
vashadze-1-661x430-1613460998

“სტრატეგია აღმაშენებელი” დღეს პრეზიდენტთან დაგეგმილ შეხვედრაზე უარს ამბობს.

როგორც პარტიის ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ განაცხადა, შეხვედრის შესაძლებლობას, მხოლოდ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებაზე კრიტიკული შეფასების შემდეგ განიხილავს.

„სტრატეგია აღმაშენებელი“ მიწვეული ვიყავით პრეზიდენტთან შეხვედრაზე, მაგრამ უარი ვთქვით, რადგან არცერთი კრიტიკული განცხადება ამ დღეების განმავლობაში არ მოგვისმენია ამ საკითხთან დაკავშირებით. ერთ-ერთი მონაწილე და გარანტი ამ შეთანხმების შესრულების იყო პრეზიდენტი ზურაბიშვილი და მას აქამდეც უნდა გაეკეთებინა განცხადება. თუ ის კრიტიკულ პოზიციას დაიჭერს, იქნება მკაფიო და სამართლიანი ამ პროცესში, მზად ვართ, ამის მერე შევხვდეთ.

ნამდვილად არ მინდა მოხდეს ისე, რომ ოპოზიცია კვლავ გამოიყენოს პრეზიდენტმა ზურაბიშვილმა, როგორც გამოიყენა ვეტოს დადების დროს, როცა ილუზია შექმნა, ვითომ ოპოზიციასთან კონსულტაცია გამართა, შემდეგ კი გადაწყვეტილება არ მიიღო. ცოტა ასეთი სუნი მცემს ამ შემთხვევაში.

ქალბატონო სალომე, თუ გინდათ რეალურად ესაუბროთ ოპოზიციას, გადადგით ქმედითი ნაბიჯები და არა ის, რომ უბრალოდ შექმნათ ანტურაჟი, თითქოს თქვენ რეალურად გაღელვებთ შარლ მიშელის დოკუმენტის შესრულების საკითხი საქართველოში. ის უნდა გამოვიდეს და თქვას, რომ „ქართული ოცნება“ უნდა დაუბრუნდეს შეთანხმებას, რომ მან დაარღვია ყველა საერთაშორისო პირობა ოპოზიციასთან. არაფერზე საუბარი და მერე კიდევ არაფრის გაკეთება, ეს არის ძალიან ცუდი. თუ ის რეალურ ნაბიჯს გადადგამს, მერე მზად ვარ შევხვდე“, – განაცხადა ვაშაძემ.

შეგახსენებთ, საქართველოს პრეზიდენტთან მმართველი გუნდის და ოპოზიციური პარტიების შეხვედრები მიმდინარეობს. შეხვედრის მთავარი თემა შარლ მიშელის შეთანხმებიდან “ქართული ოცნების“ გასვლაა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები