LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ, თუ დროზე არ შევცვალეთ ქცევა… არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვა იგივეა, რაც წინა ტალღების დროს იყო“

61
nanagegechkori-2021-03-26-09-33-53-846775

ექიმი ნანა გეგეჭკორი გაზრდილ კოვიდსტატისტიკას ეხმიანება და წერს, რომ ზამთარი, სავარაუდოდ, ძალიან მძიმე იქნება საქართველოში.

„არ ვიცი, რატომ ჰგონიათ ადამიანებს, რომ კოვიდი თავისით გაქრება…

თუ არ ჰგონიათ, ისე რატომ იქცევიან თითქოს არ არსებობდეს.

რატომ ჩაგვკეტესო, მერე გაბრაზებას, დროულად მიხედეთ თავს. ნურავის მისცემთ მიზეზს, სახლებში გამოგკეტონ.

დაიცავით პანდემიური წესები დისტანცია, ნიღაბი, ჰიგიენა და რაც მთავარია, სასწრაფოდ აიცერით, რომ სიკვდილს დაუსხლტეთ ხელიდან.

ძალიან საშიში ზამთარი გველოდება წინ, თუ დროზე არ შევცვალეთ ქცევა… არ დაგავიწყდეთ, რომ საქართველოს ჯანდაცვა იგივეა, რაც წინა ტალღების დროს იყო. შედეგებიც ისეთივე მძიმე იქნება, სამწუხაროდ.

და კიდევ, ყველა კვლევა ადასტურებს, რომ ონლაინ სწავლება უდიდეს საფრთხეებს შეიცავს ბავშვებისთვის ბევრი მიმართულებით. ნუ გაწირავთ მომავალს.

თქვენი შვილების მომავლისთვის დაიცავით პანდემიური წესები.

ნუ გაიმეორებთ შეცდომებს“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები