LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: “იცით რატომ ამბობთ ასე მშვიდად უარს აცრებზე? იმიტომ რომ ბევრი ჩემნაირის აცრილი შვილები ქმნიან უსაფრთხო გარემოს თქვენი შვილებისთვის”

198
--2020-12-07-12-01-37-756800

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი ნანა გეგეჭკორი ვაქცინაციასთან დაკავშირებით საზოგადოების გარკვეულ ჯგუფში დამკვიდრებულ ნეგატიურ განწყობას ეხმიანება.

“სამწუხაროდ, ჩემს ირგვლივ ვიცნობ რეალურ ადამიანებს ვინც შვილებისთვის სავალდებულო ვაქცინაციაზე ამბობს უარს. ამჟამად ზოგადად ვაქცინაციას ვგულისხმობ და არა კონკრეტულად რომელიმე დაავადების პრევენციას.

იცით რატომ ამბობთ ასე მშვიდად უარს აცრებზე? იმიტომ რომ ჩემი და ბევრი ჩემნაირის აცრილი შვილები ქმნიან უსაფრთხო გარემოს თქვენი შვილებისთვის.

ერთი წუთით წარმოიდგინეთ ყველა თქვენსავით უპასუხისმგებლოდ და ეგოიზმით რომ მივუდგეთ ამ საკითხს რა მოხდება.

თქვენს ირგვლიც ვირუსული ენცეფალიტებით, პოლიომიელიტით, დიფტერიით, ტეტანუსით რომ იღუპებოდნენ ადამიანები იქნებოდა თქვენი “არ ავიცრები” ასეთი კატეგორიული?…”- წერს ნანა გეგეჭკორი.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები