LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი მიხეილ სააკაშვილის ექიმს მიმართავს: „წამით არ უყოყმანია, ისე გაჩნდა პაციენტთან და პირად მეგობართან…“

184
nanagegehkori]

ექიმი ნანა გეეგჭკორი თავის კოლეგას, მიხეილ სააკაშვილის ექიმს, ნიკოლოზ ყიფშიძეს ვრცელ სტატუსს უძღვნის და მისდამი საქებარ სიტყვებს არ იშურებს:

„ხშირად მიფიქრია, ძალიან იღბლიანი ვარ ურთიერთობებში. ცხოვრების გზაზე სულ მხვდებიან ადამიანები ვისთან ურთიერთობის ყოველი დღე მეხმარება რომ უკეთესი ვიყო. ჩემ ირგვლივ ყოველთვის არიან ადამიანები, ვინც გადაშლილი წიგნივითაა, თუ წაკითხვას არ დაიზარებ საოცრებებს ეზიარები. ბატონო  ნიკოლოზ ყიფშიძე, მართლა იღბლიანი ვარ თქვენგან ადამიანობის, მეგობრობის, პროფესიონალიზმის საოცარი გაკვეთილების ყოველდღიური ბედნიერება რომ მაქვს.

პრეზიდენტ სააკაშვილის ციხეში აღმოჩენიდან რამდენიმე საათი იყო გასული, ბატონი ნიკასგან გავიგე, რომ მასთან ჩასვლას მეორე დღესვე გეგმავდა. გულწრფელად ვიტყვი, ძალიან შემეშინდა. მას საჯაროდ ბევრჯერ დაუწერია საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ამიტომ მივცემ თავს უფლებას, ღიად ვისაუბრო, რამხელა რისკებთანაა დაკავშირებული მისთვის ეს მოგზაურობა და ციხის დახურულ გარემოში ყოფნა. მისთვის კოვიდი შეიძლება სასიკვდილო საფრთხე აღმოჩნდეს ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო და მიუხედავად ამისა, წამით არ უყოყმანია, ისე გაჩნდა პაციენტთან და პირად მეგობართან, როგორც კი მას საფრთხე დაემუქრა. ძალიან ცოტა ვიცი, ვისაც ასეთი ერთგულება შეუძლია.

დაბადების დღეს გილოცავთ, ბატონო ნიკა! მადლობა ყველაფრისთვის, რასაც თქვენგან ვსწავლობ. მადლობა ასეთი პროფესიული და პიროვნული ერთგულების მაგალითისთვის.

ძალიან მიყვარხართ და ვამაყობ რომ თქვენგან ყოველდღიური გაკვეთილების საშუალება მაქვს“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები