LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „ნიუ იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ…“

8338
nana

აშშ-ში მცხოვრები ქართველი კარდიოლოგი, ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში ნიკოლოზ წულუკიძის ბავშვის ტრაგიკულ გარდაცვალებას ეხმიანება და საინტერესო ინფორმაციას აქვეყნებს:

„წარმოუდგენელია ამდენი ტრაგედიის ატანა… სადაც არ უნდა გაიხედო, უბედურება ტრიალებს.

შემძრა პატარას ამბავმა.

რა გახდა პატარების კანონით დაცვა ისევე, როგორც ეს ამერიკაშია. თვე არ გავა, მსგავსი ისტორია არ მოვისმინოთ.

ნიუ იორკში სავალდებულოა ფანჯრების და აივნების გისოსებით დაცვა იქ, სადაც ბავშვები ცხოვრობენ. ერთი დღის ბავშვი რომ მოვიყვანე სახლში, “სუპერი (კორპუსის მომლელი)” დაგვადგა შესამოწმებლად იყო თუ არა გისოსები სწორად დამონტაჟებული. კანონის დარღვევა ამ მხრივ შესაბამისად ისჯება. გაგვეცინა, ერთი დღის ბავშვს ფანჯარასთან რა კავშირი უნდა ჰქონოდა. აგვიხსნეს, რომ კანონია ასეთი და მისი დაცვა სავალდებულოა.

იქნებ, სახელმწიფომ იზრუნოს, ვისაც ხმა მიგიწვდებათ, ასე დავიცვათ ცნობისმოყვარე პატარები.

შავი გისოსებით ჩვენი ფანჯრებია. ასე ვხვდები ხოლმე, სად ცხოვრობენ ბავშვები ნიუ იორკულ სახლებში. ამ სადარბაზოში მხოლოდ ჩვენ გვყავს პატარები, შესაბამისად, შავი გისოსებიც ჩვენს ფანჯრებს გამოარჩევს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები