LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი: „შავებში გამოწყობილი, უსახო კიმი ნამდვილად არის პანდემიური, იზოლაციაში მყოფი, დეპრესიული ადამიანის ამბავი…“

177
nanakimi

ექიმი ნანა გეგეჭკორი სოციალურ ქსელში კიმ კარდაშიანის ცნობილ ფოტოს აქვეყნებს, რომელიც მეტ გალას ღონისძიებაზეა გადაღებული. კიმს დემნა გვასალიას მიერ შექმნილი სრულიად შავი კოსტიუმი აცვია და სახეც დაფარული აქვს.

ნანა გეგეჭკორი აღნიშნავს:

„ამას წინათ ნაცნობი ქირურგი შემხვდა პაციენტთან კონსულტაციაზე. როგორც უცხოს, ისე მელაპარაკა. გამიკვირდა, უკვე წლებია ვიცნობ და არც კი წარმიდგენია თავი, პაციენტის ამბავი რომ ვკითხე. ხალათზე დატანილი სახელით მიცნო, როგორც კი გარეთა შრე გავიძვრე. ხმაც ვერ ეცნო ორმაგ ნიღაბს მიღმა. ბოლო წელიწადნახევარია, დაახლოებით კიმივით გამოვიყურებით ექიმები, ოღონდ თეთრ-ცისფერ-მწვანე სქრაბ-ხალათში.

მიყვარს ეს ბიჭი (დემნა)… მისი მოდა ზუსტად ასახავს დროს, განწყობას…

დემნას  მოდას მოაქვს ისტორია ბებიებზე, ბაბუებზე, სიღარიბეზე, რაც ყველამ გავიარეთ, ბოლო რამდენიმე ათეული წელია.

დემნამ მაღალ მოდად აქცია ის, რაც ჩვენ ტკივილს გვგვრიდა და სხვებისგან ჩაგვრის ობიექტებად გვხდიდა, სოციალური უთანასწორობის გამო.

დემნას მოდა არის ისტორია ჩვენს ტკივილებზე, განწყობებზე და პრობლემებზე.

შავებში გამოწყობილი, უსახო კიმი ნამდვილად არის პანდემიური, იზოლაციაში მყოფი, დეპრესიული ადამიანის ამბავი.

ეს ნამდვილი ამბები მიყვარს დემნას მოდაში…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები