LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანა გეგეჭკორი სიახლის შესახებ: “სიცოცხლის გადარჩენის კიდევ ერთი საშუალება გვექნება…”

172
გეგეჭკორი

ამერიკაში მოღვაწე ქართველი ექიმი, ნანა გეგეჭკორი საზოგადოებას ამცნობს, რომ ამერიკულმა ფარმაცევტულმა კომპანია Merck-მა პარტნიორ კომპანია Ridgeback Biotherapeutics-თან ერთად, COVID-19-ის სამკურნალო წამლის, “მოლნუპირავირის” დასამტკიცებლად დღეს მიმართავს აშშ-ის ფედერალურ უწყებას (FDA), რომელიც მედიკამენტების და სურსათის უსაფრთხოებას აკონტროლებს.

“დღეს FDA-ში შევიდა აპლიკაცია კოვიდ-19-ის სამკურნალო საშუალების ავტორიზაციის მოთხოვნით. მოლნუპირავირი იქნება პირველი ტაბლეტირებული ფორმის ანტივირუსული პრეპარატი, რომელიც შეიძლება წარმატებული გამოდგეს კოვიდის მძიმე ფორმების თავიდან ასაცილებლად.

იმედია კვლევის შედეგები და ხარისხი დააკმაყოფილებს FDA-ს მოთხოვნებს და მეტი სიცოცხლის გადარჩენის კიდევ ერთი საშუალება გვექნება.

პრეპარატი აწარმოა კომპანია Merck-მა

P.S. ცხადია იდეალური წამალიც კი ვაქცინას ვერ ჩაანაცვლებს. ვაქცინით დაავადების პრევენცია ხდება, წამლით დაავადებულის მკურნალობა”,- წერს ნანა გეგეჭკორი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები