LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანი ბრეგვაძე: „ძალიან ბევრი გეგმა მაქვს…“

659
nani-bregvadze-news34343435

ნანი ბრეგვაძე ჟურნალისტმა მაკა ცხვედიანმა „იმედის“ შაბათ-კვირის დილისთვის ჩაწერა. მან საკუთარ ემოციებზე, კარიერაზე და ახალ წელზე ისაუბრა.

„თქვენ გგონიათ, დღეს მომწონს ჩემი გარეგნობა?!. რომ ამბობენ, სარკეში უნდა ჩაიხედო და თქვა, რა შესანიშნავი ვარ და რა ლამაზი ვარო, ვერაფრით ვიტყვი. არც მითქვამს, ე.ი. გაგიჟდი. მე ვარ საკუთარ თავის პირველი კრიტიკოსი, მაგრამ ეს კრიტიკა სხვების მიმართ არ მაქვს. ძალიან თავშეკავებული, წყნარი და ნელი ვარ, ვუცდი დროს, დრო თავისას იზამს, დრო ყველაფერს თავის ადგილს მიუჩენს. ასედაც ხდებოდა… რასაკვირველია, მქონდა მძიმე დღეები და პერიოდები, სულ კარგად არაფერი მიდის ამ ცხოვრებაში, ბევრი რამ მაქვს გადატანილი, შეურაცხყოფა, იგნორირება, ეს მწყინდა, მაგრამ არასდროს მითქვამს, ეს რა გააკეთე-მეთქი…“

ახალი წელი ნანი ბრეგვაძეს ძალიან უყვარს – „იმედს გაძლევს ახალი წელი… შენ ხარ მომავლის იმედით. იქნებ, ამ წელმა უკეთესობა მოგიტანოს და კი გადის შენი წლები, მიდიხარ სიბერისკენ, თუმცა იმედი არ უნდა დაკარგო. სულ უნდა გქონდეს გეგმები. მე ძალიან ბევრი გეგმა მაქვს…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები