LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანიკო ხაზარაძე: “გიული დარახველიძემ სიმღერა “ფიფქებო” მე დამიწერა”

594
nanikoxazaradze20121

მომღერალი, ცნობილი საახალწლო სიმღერის “ფიფქებო” ავტორი, გიული დარახველიძე 88 წლის ასაკში გარდაიცვალა. მას სოციალურ ქსელში იხსენებს ტელეწამყვანი, ნანიკო ხაზარაძე და წერს, რომ ეს სიმღერა გიული დარახველიძემ სწორედ მისთვის დაწერა:

“გარდაიცვალა გიული დარახველიძე. გიულიმ ეს სიმღერა დამიწერა მე… მოკლედ, უარი მითხრეს ძველ სიმღერაზე, შესაბამისად, საახალწლო კონცერტზე. ამას შეესწრო გიული და იქვე, აი, ეს სიმღერა დამიწერა. მაშინ მე ლილუს ასაკის ვიყავი.  ბედნიერი ადამიანი ვარ, კრიტიკულ მომენტში ყოველთვის მიმართლებს…”

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები