LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „მიშას დროს ყველა რუსის აგენტი იყო, ხმის ამოღებისთვის, დღეს ყველა  ნაცები ვართ, ხმას ვინც ვიღებთ…“

1484
nanka20259

ნანკა კალატოზიშვილი ერეკლე დეისაძის დასაცავად პოსტს აქვეყნებს და თამარ ჩერგოლეიშვილს ეხმიანება, რომელმაც მუსიკოსი „სისხლიანი ცხრა წელის“ გახსენების გამო გააკრიტიკა:

ერეკლე დეისაძე თამარ ჩერგოლეიშვილს პასუხობს: „სად ნახა ჩემი გამართლებული ბიძინა?“

თამარ ჩერგოლეიშვილმა ერთ-ერთ მუსიკოსს, რომლის სახელიც თავის პოსტში არ დაუსახელებია, მაგრამ მას მედროვე უწოდა, რადგან ყველაფერს :ნაცების სისხლიანი წარსულით“ ამართლებს

„ერეკლე დეისაძე, დავიწყებ იმით, რომ ძალიან მიყვარხარ, ბევრი მიზეზის გამო♥ ეს პოსტი ეძღვნება ერეკლე დეისაძეს. ქალბატონო თამარ, მინიმუმ უხერხულია, ეკოს, რომლის სიმღერებიც კი მისი მოქალაქეობრივი პოზიციის ამოძახილია, აი, ესე აგრესიით გადაწყვიტოთ მასთან საუბარი. წარსულის დავიწყება არავის გამოუვა და მთავარი, რის გამოც ვწერთ და ვამბობთ ყველგან, რომ აღარ გვინდა იმ 9 წელზე ლაპარაკი, არის ის, რომ იმ სხვისი დანაშაულებით არ უნდა იფარებოდეს ახალი. როცა ასე მიმართავთ ადამიანებს და ცენზურას უწესებთ ფიქრზე, სიტყვაზე, რას ემსახურებით ამ დროს თავად?! მიშას დროს ყველა რუსის აგენტები იყვნენ, ხმის ამოღებისთვის, დღეს ყველა  ნაცები ვართ, ხმას ვინც ვიღებთ. ჩვენ ვართ მოქალაქეები, მოქალაქეობრივი პოზიციით და ამის უფლება გვაქვს! ისწავლეთ ადამიანების დანახვა პარტიულობასა და აგენტობის მიღმა, თავისი ტკივილით და სათქმელით! და რაც მთავარია, რაღაცას როცა ებრძვი, იგივე არ უნდა აკეთო და ეს ყველას ეხება, წარსულის აჩრდილსაც და ახლანდელ მთავრობასაც, თავის მომხრეებიანად!!! დღეს ქვეყანა უფსკრულში რომ იჩეხება და რეალურად  მივექანებით რუსეთისკენ, ამის დანახვას არ სჭირდება პარტიულობა!!!“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები