LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „მოგწონთ, როგორც ცხოვრობთ?“

860
nanka-news172

ნანკა კალატოზიშვილი ვრცელ სტატუსს აქვეყნებს ქვეყანაში მიმდინარე მოვლენებთან დაკავშირებით.მსახიობი წერს იმ გაუმართლებელ ხარჯებზე, რომელსაც საქართველოს ხელისუფლება სწევს მაშინ, როცა ლარის კურსი ანტირეკორდს ხსნის.

გთავაზობთ მსახიობის სტატუსს:

„ამ ქვეყანაში ჩვეულებრივი სადო-მაზოხიზმის კულტია აშკარად. რუსთავი 2-ის აქციაზე გასული ხალხი კი არ გეზიზღებათ, საკუთარი თავი პირველ რიგში და პატივსაც არ სცემთ, რაზე უნდა გელაპარაკოთ. სუფთა ჰაერზე ვიბრძვით, რატომო, არადა ჰაერი სახლში წასაღებად ხო არ გვინდა და უგუნურობის პიკია უკვე აქ და მერეზე არც ვიცი, რამხელა ჩამონათვალია.

დოლარის კურსი, გაძვირებული თუკი რამე შეიძლება და ამ წარსულით რომ სულდგმულობთ, დანაპირები საკუთარი კერპების საერთოდ აღარ გახსოვთ, თუ მოგწონთ, როგორც ცხოვრობთ?

ჰესებს აპროტესტებდა ხალხი და დაიქცა სვანეთი, ნორმაა ალბათ ესეც, რეპრესიებს გმობდით და ზუსტად იმავეს ქმნით და ხელს უწყობთ.ხოდა მაზოხიზმია ეს, თან ავადმყოფური, სიამოვნებასაც რომ ვერ იღებთ, ისეთი.

600 ათასს დღესასწაულებზე ხარჯავენ რეზერვიდან და ამ დროს სოფელში გაუნადგურდათ მოსავალი ადამიანებს და მათ არაფრით ეხმარებიან, რუსეთი ოკუპანტია და იმის მაგივრად, ტურიზმში ჩადონ თანხა და ქვეყნის განვითარებაზე იფიქრონ, თქვენივე ჯიბიდან აფინანსებენ 600 ათასი ევროთი, ამ კურსით აზრიც არ აქვს დაწერას რამდენი ლარია, რუსეთიდან ჩამოსულ რეისებს და ეს რანაირად მოგწონთ?!

ადამიანები დააბრმავეს და ამ თაობას წარსულით სჯით, თქვენი შვილი, მეუღლე ან დედა რომ ყოფილიყო, მაინც გაამართლებდით, ისეთი პარანოია გაქვთ. მთელი სამართალი აწყობილი გაქვთ მხოლოდ ერთზე, ვინ მეტი სისხლი დაღვარა და ამაში ეჯიბრებით ერთმანეთს და რითი ხართ უკეთესები ვინმეზე, უარესები თუ არა!

მოკლედ ისეთი ყალბები და უგუნურები ხართ, არც წარსულის დარდის მჯერა თქვენის. მოძალადეებად ჩამოყალიბდით და ქვეყანასაც გაყიდით, უკვე ყიდით საკუთარი ზიზღის გამო. გილოცავთ, ცოდვებზე ხსნილია, ჯოჯოხეთში უკვე ვართ“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები