LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „პარლამენტში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ!..“

1785
nanka-kalatozishvili-nes19

ნანკა კალატოზიშვილი საქართველოს პარლამენტში მიმდინარე მოვლენებს ეხმაურება და აღნიშნავს, რომ ამ სახელმწიფო უწყებაში აუცილებელია, ფსიქოლოგი და ფსიქიატრი ჰყავდეთ.

გთავაზობთ ნანკას სტატუსს:

„პარლამენტში ფსიქოლოგი და ფსიქიატრი აუცილებლად უნდა ჰყავდეთ, იმდენად არაადეკვატურები არიან. შტურმს რომ იძახით ამდენი დღეა, 200კაცის გამო გინდათ დააჯეროთ თავს, რომ ათასობით ადამიანი გადატრიალებისთვის მოვედით და თან შვილები წამოვიყვანეთ? პირადად მე, პირველ დღეს შვილთან ერთად ვიყავი მოსული და ვერც დავუშვებდი, რომ ამას იკადრებდით, ესეც ალბათ იმიტომ, რომ ჩვენ გავიზარდეთ და გენდობოდით ოპტიმისტურად. თუმცა პროგრესი ნოლი აღმოგაჩნდათ. ბოლო ორი დღეა ვერ მოვდიოდი აქციაზე, ბავშვის დამტოვებელი არ მყავდა და როცა ვთხოვდი დანის, წამოდი აქციაზე რამდენიმე საათით მაინც მივიდეთ, პასუხად შეშინებული თვალებით მეუბნებოდა – არა, იქ ბავშვებს თვალებს თხრიანო. რაც უნდა ილაპარაკოთ, ისტორიაში ახალი თაობისთვის ზუსტად ესე დარჩებით. ადამიანები, რომლებმაც დააბრმავეს ბავშვები!“

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები