LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანკა კალატოზიშვილი: „ქვეყნის პირდაპირ გადაბარება და ღალატი, მეტი რა უნდა მოხდეს, რომ ხმა ამოიღოთ?“

2117
nanka kalatozishvili news12

ნანკა კალატოზიშვილი ეხმაურება სიახლეს, რომლის თანახმადაც ანაკლიის პორტის პროექტიდან ამერიკული კომპანია გავიდა.

როგორც ნანკა წერს, მეტი რაღა უნდა მოხდეს, რომ მოსახლეობამ ხმა ამოიღოს.

გთავაზობთ მსახიობის სტატუსს:

„ოკუპაცია,საკუთარი მეომრების ტერორისტებად შერაცხვა, გაღატაკება, ანაკლიის ჩაშლა, ტელევიზიების გაჩუმება, ხალხის დაბრმავება, ქვეყნის პირდაპირ გადაბარება და ღალატი, მეტი რა უნდა მოხდეს ნეტა, რომ შეწუხდეთ და ხმა ამოიღოთ?რამეს ველოდებით კიდე?თუ თავისუფლება იმხელა პასუხისმგებლობაა, მონობაში ჩუმად არსებობა გირჩევნიათ? ან მიკრო კონფორმისტულ გარემოში საკუთარ ნაჭუჭში ყოფნა, მე ნუ შემეხება, მე კარგად ვარ და დანარჩენი დალაგდება? არაფერი არ დალაგდება, მონობა არის მონობა და უთავმოყვარეობა საშინელებაა“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები