ნანუკა ჟორჟოლიანი ბერა ივანიშვილს მიმართავს და ზუკა ბერძენიშვილის, გიგა მაქარაშვილის და სხვათა დაკავების გამო სთხოვს პასუხს. როგორც ტელეწამყვანი წერს, ბერა ბიძნა ივანიშვილის კამპანიის ერთ-ერთი სახე იყო:

BERA -მახსოვს, ნამდვილებს ეძებდი 2012 წელს. ვისაც დიქტატურის დამარცხების ძალა, სურვილი და ერთი ადგილი ექნებოდა და აჰა, აგერ, ორი ნამდვილი პატრიოტი ბიჭი გიპოვე. ქვეყანა უყვართ, რუსებს ვერ ეგუებიან სამშობლოს საჭესთან. ციხეში მხოლოდ იმიტომ გაუშვეს, რომ ერთს ოლიგარქისთვის შეუგინებია, მეორეზე თავადაც ვერ ჩამოყალიბდნენ. საერთოდ არ მგონია მამის შეცდომაზე გთხოვ ახლა პასუხს, იმიტომ, რომ შენ იყავი მისი კამპანიის ერთ-ერთი სახე და ახლა, როგორც “ნამდვილი” კლიპების შემქმნელს, მოგმართავ, საერთოდ არ გიტყდება?! შენხელა ბიჭებს მხოლოდ ქვეყნის სიყვარულისთვის რომ უშვებენ ციხეში?!“

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05