LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: ჩავდებ ინვესტიციას წყალტუბოს სასტუმროში…ერთი ლარის ნაცვლად გადავიხდი 5 ლარს

1854
45256753-10156779191214350-7181323595384094720-n (1)

წყალტუბოს განვითარებასთან დაკავშირებით ბიძინა ივანიშვილის მიერ გაჟღერებულ ინიციატივას, რომელსაც ბოლო დღეების განმავლობაში არაერთი პოლიტიკური და საზოგადოებრივი შეფასება მოჰყა ტელეწამყვანი ნანუკა ჟორჟოლიანიც ეხმაურება. ის ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სოციალურ ქსელში მიმართავს. გთავაზობთ მის სტატუსს:

“მოგმართავთ საჯაროდ რომ ჩავდებ ინვესტიციას წყალტუბოს სასტუმროში. ყველას დავანახებ კურორტის საჭიროებას, მოვახდენ მის პოპულარიზაციას. სასტუმრო მიმზიდველი იქნება ყველა თაობისთვის.

და ერთი ლარის ნაცვლად გადავიხდი 5 ლარს.

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო”,- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

https://www.facebook.com/nanuka.zhorzholiani/posts/10157702385654350?__tn__=-R

შეგახსენებთ, ივანიშვილმა განცხადება გაავრცელა, სადაც ამბობს, რომ „ვინაიდან სახელმწიფოს ამჟამად არ აქვს რესურსი, რამდენიმე ასეული მილიონის ინვესტიცია განახორციელოს წყალტუბოს სრულმასშტაბიანი რეაბილიტაციისთვის, მივიღე გადაწყვეტილება პირადად ჩავუდგე სათავეში წყალტუბოს აღორძინების პროექტს.

"ივანიშვილს რაღად უნდა აბანოს ყიდვა, ის უკვე აბანოშია " - შალვა ნათელაშვილი

წყალტუბო არის ივანიშვილის დაუცხრომელი მტაცებლობის და ბოროტმოქმედების გაგრძელება

“მე გადავწყვიტე, გამოვისყიდო უკლებლივ ყველა, 22 სასტუმრო, 9 აბანო და მოვახდინო მათი სრული რეაბილიტაცია, კურორტის განვითარების ერთიანი გეგმისა და კონცეფციის ფარგლებში“, – ნათქვამია ივანიშვილის განცხადებაშია.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები