LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთადერთი, რაც ამქვეყნად მაია ასათიანს დარჩა, ტელევიზიაა…“

10677
ნანუკა და მაია

ნანუკა ჟორჟოლიანმა ჟურნალ „სარკეს“ ვრცელი ინტერვიუ მისცა, სადაც „მთავარი არხის“, საკუთარი ცხოვრებისა და „რუსთავი 2“-ის შესახებ ისაუბრა. ნანუკას თქმით, ის ახალ არხზე თოქშოუს წაიყვანს, რომელიც სოციალურ თემებს მიეძღვნება. 

ამავე ინტერვიუში მან მაია ასათიანის შესახებაც ილაპარაკა და აღნიშნა, რომ მას წარმატებებს უსურვებს ყველგან, სადაც არ უნდა იყოს. როგორც ცნობილია, „პროფილი“ „რუსთავი 2“-ის ეთერში რჩება. 

„მაიკოსთან არ მისაუბრია, მაგრამ მას ყველგან წარმატებებს ვუსურვებ. ერთადერთი, რაც ამქვეყნად დარჩა, ტელევიზიაა, ამიტომ, სადაც უნდა იყოს, მაღალ რეიტინგს ვუსურვებ. ჩემთვის მნიშვნელოვანი მხოლოდ ის არის, რომ მაიას ჰქონდეს გადაცემა, რომელიც შვილივით ეყვარება. 

ნიკა გვარამია ახალ არხზე ყვითელ გადაცემებზე უარს ამბობს. გასართობი, იუმორისტული გადაცემები, სერიალები იქნება, მაგრამ ყვითელი – არა“. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები