LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი: “თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა…წარმოუდგენლად რთულია ამით ცხოვრება”

1085
BeFunky-collage (3)

ტელეწამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი სოციალურ ქსელში ემოციურ პოსტს აქვეყნებს. ცნობილი ტელეწამყვანი წერს, რომ დედის გარეშე ცხოვრება წარმოუდგენლად რთულია.

ნანუკას დედა, დარეჯან დაუშვილი მძიმე დაავადებას ებრძოდა, რომლის შესახებაც ოჯახმა ხუთი თვის წინ გაიგო.

ჟურნალისტმა ივლისის დასაწყისში საზოგადოებას სთხოვა ელოცათ მისი დედისთვის. ამ დროს გაიგო მისმა მეგობრების დიდმა ნაწილმაც, რომ ნანუკას დედა ავად იყო. სამწუხაროდ, მისი გადარჩენა ვერ მოხერხდა.

“თითქოს ყველაფერი ჩემს წინააღმდეგაა. აბა, რანაირად ხდება ისე, რომ დღეში რამდენენჯერმე მიჩნდება ისეთი შეკითხვა, რომელსაც მარტო დაჯი უპასუხებდა. აქამდე სად იყო ეს კითხვები?! ან, მე სად ვიყავი, არასოდეს რომ არ მეცალა. ან, დაჯი სადაა ახლა?! წარმოუდგენლად რთულია ამით ცხოვრება.”- წერს ნანუკა ჟორჟოლიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები