LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა ჟორჟოლიანი – თუ პაატა სალიას აქვს “რუსთავი 2”-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ

240
3823553

თუ პაატა სალიას აქვს “რუსთავი 2”-ში შემოსვლის უფლება, შემოვა, ჩვენ აქ პაპუასები არ ვმუშაობთ, რომ არ შემოვუშვათ, – ასე უპასუხა “რუსთავი 2”-ის ტელეწამყვანმა, ნანუკა ჟორჟოლიანმა, „პალიტრანიუსის“ გადაცემა „საღამოს ნიუსრუმში“ “რუსთავი 2”-ის ახალი გენერალური დირექტორის, პაატა სალიას განცხადებას, რომ ტელევიზიაში მისვლას დღესვე გეგმავს.

რაც შეეხება „რუსთავი 2“-ის თანამშრომლების სამოქმედო გეგმას, ჟორჟოლიანმა განაცხადა, რომ მათი პოზიცია იქნება სამართლებრივი და ისინი „არასამართლებრივად არ მოიქცევიან, როგორც „ქოცები“ მოიქცნენ“.

„ჩვენ სამოქმედო გეგმა არ გვაქვს. ჩვენ მივიღებთ ერთობლივ გადაწყვეტილებას და ისე ვიმოქმედებთ და ის იქნება ჩვენი მთავარი პოზიცია. ჩვენ არ ვართ „ქოცები“ და არ მოვიქცევით ისე, როგორც „ქოცები“ იქცევიან“, – განაცხადა ჟორჯოლიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები