LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნანუკა გოგიჩაიშვილი ბუნებრივი კვების მნიშვნელობაზე: „ბავშვიც და დედაც ტკბებიან ამ პროცესით…“

1397
nanukagogichaishvili

მოდელი ნანუკა გოგიჩაიშვილი და ბიზნესმენი ნიკა ნაყოფია მშობლები რამდენიმე თვის წინ გახდნენ. პატარა აივის შესახებ ბედნიერი დედიკო ვრცელ პოსტს აქვეყნებს:

„დღეს აივი 2 თვის გახდა, 2 თვეა, რაც ბუნებრივ კვებაზეა და ყოველდღე მადლიერი ვარ, რომ ეს ერთობა გვაქვს. ადრე ძალიან ჩვეულებრივად მიმაჩნდა, ჩვენი კულტურიდან გამომდინარე, რომ ბავშვი ბუნებრივ კვებაზე უნდა მყოლოდა, რადგან მეც და ჩემი დაც ასე გავიზარდეთ, არც დავფიქრებულვარ… მმმ,პრინციპში, ძალიანაც დავფიქრდი და გავიაზრე ის დაცვითი ჯავშანი, რაც შემიძლია კვებით და ამ თხევადი ოქროთი მივცე აივის, მინდა, რაც შეიძლება დიდხანს გაგრძელდეს ეს ყველაფერი და მიიღოს ყველა სასარგებლო კომპონენტი და ყველა ემოცია, რასაც მასში ვგზავნი და ვაპროგრამებ…

პ.ს.:კალიფორნიაში ორსულობის ბოლო თვეების გატარების და აივის ნახევარი ცხოვრების იქ გატარებისას, კვირაში სულ ცოტა 2 დღე მხოლოდ კვებაზე მქონდა ლექციები (სხვა ლექციებზე სხვა დროს ვისაუბრებ და იმ გამოცდილებასაც გავაზიარებ, თუ ვინმეს დააინტერესებს), ვხვდებოდი უამრავ ორსულს და უკვე ლაქტაციის პერიოდში მყოფ ქალს, ვერ აღვწერ, ეს დედები ერთმანეთს რამხელა ცოდნას უზიარებდნენ და იქ კიდევ უფრო დავიჯერე და გავიაზრე, რამხელა ძალა აქვს ბუნებრივ კვებას და ამასთან ერთად ერთმანეთის გამხნევებას, ყოველ წამს იმაზე ხაზის გასმას, რომ ქალი უძლიერესია და ის იმსახურებს ყველაფერს! გაოცებული ვარ, რა მხარში დგომაც ვნახე, კიდევ უფრო სიღრმისეულად გავიაზრე ამ პროცესის პასუხისმგებლობა, ის, თუ რამხელა მნიშვნელობა აქვს პირველ სწორ მოჭიდებას, ზუსტად სწორი მოჭიდება განაპირობებს, რომ არ გტკივათ და ბავშვიც და დედაც ტკბება ამ პროცესით, ყველას ვუსურვებ, გაიაზროს და გაიაროს ცხოვრების ეს ეტაპი, გოგოებო, ქალებო, მართლაც ყველაზე ძლიერი რვაფეხები ხართ, რომლებიც 2 ხელ-ფეხით საოცრებებს სჩადიან…“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები