LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის არასრულწლოვანი დააკავეს, ის ნარკოტიკს ინტერნეტით ასაღებდა

123
dakaveba

პოლიციამ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძება-შენახვისა და გასაღების ბრალდებით სამი პირი დააკავა, მათ შორის ერთი არასრულწლოვანია.

გამოძიების ინფორმაციით,  ბრალდებულები ნარკოტიკული საშუალებას ონლაინ საკომუნიკაციო აპლიკაცია „ტელეგრამის“ მესენჯერის მეშვეობით ასაღებდნენ.

შსს-ს მიერ გავრცელებულ განცხადებაში ნათქვამია, რომ ნივთმტკიცებად ამოღებულია 66 გრამი ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს განჩინების თანახმად, სამივე ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა.

დანაშაული 8-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები