LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოდანაშაულისთვის ჭიათურის მერიის თანამშრომელი დააკავეს

95
maninhandcuffsas-hdv

პოლიციამ ნარკოდანაშაულისთვის ჭიათურის მერიის თანამშრომელი დააკავა. შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, სამართალდამცველებმა ბრალდებული სამტრედიის მუნიციპალიტეტის სოფელ საჯავახოში იმ დროს დააკავეს, როდესაც ცენტრალურ საავტომობილო გზაზე ავტომანქანით გადაადგილდებოდა.

პოლიციამ დაკავებულის პირადი ჩხრეკისას, ნარკოტიკული ნივთიერება „მეტადონის“ შემცველი სითხე ნივთმტკიცებად ამოიღო. ბრალდებული ჩადენილ დანაშაულს აღიარებს.

დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გამოძიება ნარკოტიკული საშუალების უკანონო შეძენა-შენახვისა და გადაზიდვის ფაქტზე, საქართველოს სსკ-ის 260-ე მუხლის პირველი  ნაწილით მიმდინარეობს. დანაშაული ექვს წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები