LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნარკოტიკით დატვირთული ფურგონი პოლიციის მანქანას შეეჯახა (ფოტო, ვიდეო)

389
iPiccy-collage

ავსტრალიაში, კერძოდ სიდნეის ერთ-ერთ გარეუბანში, ნარკოტიკით დატვირთული ფურგონი პოლიციის ავტომანქანას შეეჯახა. ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს.

გავრცელებული ვიდეოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ფურგონი პოლიციის განყოფილების წინ ავტოსადგომზე მდგარ პოლიციის მანქანას შეეჯახა და ადგილიდან მიიმალა.

შემოწმების შედეგად სამართალდამცველებმა მანქანაში 140 მილიონი დოლარის ღირებულების 273 კილოგრამი მეტანფეტამინი აღმოაჩინეს. ფურგონში ნარკოტიკი მუყაოს ყუთებში იყო მოთავსებული.

მძღოლი, რომელიც საჭეს მართავდა 28 წლის არის და ის ინციდენტიდან ერთი საათის შემდეგ დააკავეს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები