2020 წლიდან აშშ-ის აერონავტიკის და კოსმოსური სივრცის კვლევის ეროვნული სამმართველო (NASA) საერთაშორისო კოსმოსურ სადგურზე ტურისტებს გაუშვებს. ამის შესახებ BBC წერს.

საერთაშორისო კოსმოსურ სადგურში ერთი ღამის გატარება, დაახლოებით, 35 ათასი დოლარი ეღირება, ფრენის საფასურს კი მოქალაქეებისთვის NASA-ს მიერ დაქირავებული კომპანიები “სფეის იქსი” და “ბოინგი” განსაზღვრავენ.

შეერთებული შტატების კოსმოსურ სააგენტოში აცხადებენ, რომ წელიწადში ორი კერძო მისიის შესრულება იგეგმება. მოგზაურობა მოკლევადიანი იქნება და ის 30 დღეს არ აღემატება.

საერთაშორისო კოსმოსური სადგურის პირველი შემადგენელი ნაწილი ორბიტაზე 1998 წელს ამოქმედდა. სადგური 2011 წლის ნოემბრიდან მუდმივად იყო დაკავებული.

 

მსგავსი თემები