LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

,,ნასამ” მთვარეზე დაბრუნების თარიღი 2025 წლამდე გადასწია

108
nasa43545

ამერიკის შეერთებული შტატები მთვარეზე ეკიპაჟიან მისიას 2025 წელზე ადრე არ გაუშვებს. ამის შესახებ მედიას ,,ნასას” ხელმძღვანელმა ბილ ნელსონმა განუცხადა, რომლის თქმითაც, მისია სულ მცირე, ერთი წლით გადაიდება.

ნელსონის თქმით, ამის მიზეზი სამართლებრივი დავაა, რომელიც “ნასასა” და ჯეფ ბეზოსის კომპანია “ბლუ ორიჯინს” შორის თითქმის შვიდი თვე გაგრძელდა. დავა “ნასას” გამარჯვებით დასრულდა. “ბლუ ორიჯინმა” “ნასას” მას შემდეგ უჩივლა, რაც ამ უკანასკნელმა კომპანიას დამშვები ხომალდის შესახებ გაფორმებული კონტრაქტი შეუწყვიტა. “ნასას” ახალი პარტნიორი ილონ მასკის “სფეის იქსი” გახდა.

ნელსონმა აღნიშნა, რომ აღნიშნულის შედეგად პროგრამა მრავალი სირთულის წინაშე აღმოჩნდა, აპარატებით დაწყებული, კოსმოსური სკაფანდრებით დამთავრებული და საბოლოოდ გარდაუვალი გახდა მისიის მინიმუმ ერთი წლით გადადება. ეკიპაჟიანი ხომალდის მთვარეზე გაშვება აქამდე 2024 წელს იგეგმებოდა, მომავალ წელს კი მთვარეზე პირველი უპილოტო მისია, Artemis 1 გაეშვება.

გარდა ამისა, მთვარეზე საცდელ გაშვებას “სფეის იქსიც” გეგმავს, რათა გამოცადოს საკუთარი რაკეტა Starship-ის მთვარის ვერსია, რომელმაც შემდეგში მთვარეზე ეკიპაჟიუნდა წაიყვანოს. ცნობილი გახდა, რომ „ორიონზე“ მუშაობა NASA-ს 9,3 მილიარდი დოლარი დაუჯდა, თუმცა ნელსონის თქმით ეს საკმარისი არ არის და კონგრესისგან უფრო მეტი დაფინანსებაა საჭირო, რათა ყველა საჭირო მოთხოვნა დაკმაყოფილდეს.

ადამიანი მთვარეზე ბოლოს 1972 წელს იმყოფებოდა, უფრო კონკრეტულად კი ეს გახლდათ ამერიკული მისია „აპოლო 17“. NASA-ს განცხადებით აღსანიშნავია ისიც, რომ პროგრამა არტემისშიპირველად იქნებიან ქალი და ფერადკანიანი ადამიანი, რომლებიც მთვარეზე დადგამენ ფეხს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები