LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნასამართლევ პირზე ცივი იარაღის მიყიდვა აიკრძალება

114
231189502

შინაგან საქმეთა სამინისტრომ მოამზადა კანონპროექტი, რომლის მიხედვითაც ცივი იარაღის რეალიზაცია ლიცენზირებადი ხდება და უკანონო რეალიზაციაზე სანქციები მკაცრდება.

პროექტის თანახმად დგინდება კონკრეტული კრიტერიუმები, თუ ვის შეეძლება ცივი იარაღით ვაჭრობა და ვისზე შეიძლება მისი რეალიზაცია.

ცვლილებების თანახმად, ცივი იარაღის რეალიზაცია უნდა განხორციელდეს ნასამართლეობის არმქონე სრულწლოვან პირზე. იურიდიული პირის შემთხვევაში კი წარმოდგენილი უნდა იყოს იურიდიული პირის ხელმძღვანელის ნასამართლეობის არქონისა და სრულწლოვანების დამადასტურებელი დოკუმენტები; ნასამართლეობის ცნობის წარდგენა არ მოეთხოვება პირს, რომელსაც საკუთრების ან სარგებლობის უფლებით აქვს რეგისტრირებული სამოქალაქო ცეცხლსასროლი ან გაზის იარაღი.

 

ნახეთ “ფორტუნას” სიუჟეტი (14 მარტი, 2019)

როგორ ჟღერს გულგრილობა – ბოლო სამ წელიწადში ბასრი იარაღით 10 მოზარდია მოკლული

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები