LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატახტარში მტკნარი წყლის წარმოება დაიწყეს

183
vse-chto-vi-hoteli-znat-voda

ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ნატახტარში მტკნარი წყლის ჩამომსხმელი საწარმო გახსნეს. მინისტრებთან ერთად საწარმო გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარემ, ნინო წილოსანმა დაათვალიერა.

აღნიშნული საწარმო კომპანია აქუა ჯორჯიასეკუთვნის, რომელსაც პროდუქცია, ძირითადად, ექსპორტზე ყაზახეთში გააქვს. „აქუა ჯორჯიამ“ წიაღის ეროვნულმა სააგენტომ 2019 წელს წყლის მარაგები დაუმტკიცა. მალევე, კომპანიამ ჩამოსხმული წყლის პირველი საცდელი პარტია ყაზახეთში გაიტანა. ნათია თურნავამ კომპანიის მფლობელებს ბიზნესის წარმატებული დასაწყისი მიულოცა.

„დღეს კომპანიაში 5 ადამიანია დასაქმებული, თუმცა მომავალში მათი რიცხვი გაოთხმაგდება და 20 ადამიანი დასაქმდება. ასეთი მცირე წარმოებებიდან შედგება ჩვენი ეკონომიკა, ჩვენი ქვეყნის მომავალი,“ – განაცხადა ეკონომიკის მინისტრმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები