LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნატალია ქუთათელაძის საოპერო კარიერაზე ერთ-ერთი წამყვანი სახელოვნებო კომპანია იზრუნებს

171
natalianews291216

ქართველმა მეცოსოპრანომ, ნატალია ქუთათელაძემ მსოფლიოში ერთ-ერთ წამყვან სახელოვნებო მენეჯმენტის კომპანიასთან Askonas Holt ახლახან კონტრაქტი გააფორმა. ეს გახლავთ კომპანია, რომელიც მთელი მსოფლიოს მასშტაბით ეძებს ტალანტებს და მათი კარიერის სრულ მენეჯმენტს საკუთარ თავზე იღებს, ასევე ორგანიზებას უწევს არტისტებისა და საცეკვაო კომპანიების საერთაშორისო ტურებს.

Askonas Hol-ის ოფიციალურ საიტზე ახლახან გამოქვეყნდა ნატალია ქუთათელაძის შეახებ სტატია, სადაც ქართველ საოპერო შემსრულებელს კომპანიაში გაწევრიანებას ულოცავენ.

როგორც სტატიაში წერია, „ნატალია მუსიკალური ოჯახიდანაა და ბავშობაში მთელ მსოფლიოში ბებიასთან, მომღერალ ნანი ბრეგვაძესთან ერთად მოგზაურობდა. როგორც ნატალია ჩვენთან საუბრისას აღნიშნავს: „არასდროს მქონია იმის შეგრძნება, რომ საკონცერტო სცენა ჩემთვის რაღაც ახალია. აგრეთვე ბავშვობიდან არტისტის ცხოვრების სტილისა და დისციპლინის ყურებამ საშუალება მომცა, გავმკლავებოდი ისეთ გამოწვევებს, რომელთა წინაშეც ახალბედა ხელოვანები დგანან“.

როგორც არტკომპანიის ვებგვერდზეა აღნიშნულია, ნატალიას მენეჯერი ნატან მორისონი იქნება. სხვადასხვა საოპერო სივრცეში უკვე დაგეგმილია მისი გამოსვლები, მათ შორის სანტიაგოს მუნიციპალურ თეატრში, სადაც მისი დებიუტი შედგება ბიზეს „კარმენში“.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები