LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია დუმბაძე: „საყვარელ დედა-შვილს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება“

711
natia dumbadze24920

მეგობრებო, საყვარელ დედა-შვილს ძალიან სჭირდება ჩვენი დახმარება!!!

წლებია, ეს ადამიანები ცხოვრობენ ქირით, რადგან რამოდენიმე წლის წინ, რიგი მიზეზების გამო ყველაფერი დაკარგეს, რაც გააჩნდათ და სრულიად უდანაშაულო დედა-შვილი აღმოჩნდა ქუჩაში!

ამ ყველაფრის მერე თავიდან დაიწყო ახალგაზრდა გოგომ ცხოვრება, ჰქონდა სამსახური, რითიც ახერხებდა ყოველთვიური ქირის გადახდასაც და სხვა ყოფითი პრობლემების მოგვარებასაც, თუმცა კოვიდით გამოწვეული უმუშევრობა ამ ადამიანსაც შეეხო და დედა-შვილი დარჩა ქუჩაში ამ სიტყვის სრული მნიშვნელობით! დიდი ხანია, ცდილობს იშოვოს რაიმე სამსახური, მაგრამ ამაოდ!

ამ ისტორიაში ყველაზე სტრესული ის არის, რომ დედა-შვილი ერთად ვერ ცხოვრობს, რადგან ბავშვი დროებით რეგიონშია ერთ-ერთ ოჯახში, დედა კი თბილისშია და დადის კარდაკარ სამსახურის ძიებაში, იმისთვის, რომ მის შვილს ჰქონდეს თავშესაფარი და განაგრძოს ბავშვმა სკოლაში და სპორტზე სიარული, რომელიც ძალიან უყვარს! ამ ეტაპზე კი ვერ ახერხებს მისი ჩვეული ცხოვრების გაგრძელებას! მინდა, ასევე აღვნიშნო, შვილი არის თინეიჯერი და მოგეხსენებათ, ამ ასაკში როგორ რთულად გადააქვთ ახალგაზრდებს უმნიშვნელო პრობლემაც კი!

ბევრი წერით თავი რომ არ მოგაბეზროთ, ადამიანებო, ძალიან, ძალიან გვჭირდება თქვენი გვერდში დგომა! სანამ სკოლაში სიარულს დაიწყებენ მოსწავლეები, გვინდა ამ ადამიანებს გარკვეული თანხა შევუგროვოთ და რამდენიმე თვის ქირის საფასური მაინც გადავუხადოთ, სანამ დედა დაიწყებს სამსახურს და დამოუკიდებლად შეძლებს თავის რჩენას!

ზუსტად იცოდეთ, რომ თქვენს მიერ გადმორიცხული ნებისმიერი თანხა უმნიშვნელოვანესია ბავშვისთვის, რომელიც ძალიან ცუდ ფსიქოლოგიურ მდგომარეობაშია მოცემულუ სიტუაციიდან გამომდინარე!..

დარწმუნებული ვარ, გაითავისებთ ამ ამბავს და შეიტანთ თქვენს წვლილს, ძალიან კეთილი საქმის განხორციელებაში

ა/ნ: GE43TB7235945061100051

მიმღები: გვანცა ასლანიშვილი

დიდი მადლობა! ❤“

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები