ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში უცნობ ამბავს აქვეყნებს მწერალ გურამ დოჩანაშვილის შესახებ, რომელსაც დღეს 81 წელი შეუსრულდა.

ფსიქოლოგი წერს:

“წლების წინ, ბევრად ღარიბი რომ იყო ჩვენი ქვეყანა, პერიოდულად მირეკავდა და შეთქმულივით ჩუმად მეუბნებოდა, გამომიარე, ფული მაქვსო და ბავშვთა სახლში დროებით დაბინავებული უმშვენიერესი და უჭკვიანესი ბავშვებისთვის მატანდა, რომ რამე საჭირო ნივთი ან რამე გემრიელი მეყიდა მათთვის. ძალიან მიყვარს და მინდა დიდხანს იყოს ჩვენ გვერდით <3
გურამ დოჩანაშვილი 81”.

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05