LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე იმაზე, როგორ შევარჩიოთ პროფესია და ვაქციოთ ის საყვარელ საქმედ

132
natiafanjikidze

ნათია ფანჯიკიძე სოციალურ ქსელში წარმატებისა და მისი მნიშვნელობის შესახებ საუბრობს და წერს:

„წარმატების კოდი”, „წარმატების ფორმულა” და “წარმატების საიდუმლო”… არავითარი ფორმულა არ არსებობს, თუ იმას არ აკეთებ, რისი კეთებაც გიყვარს. მხოლოდ მაშინ აგროვებ ინფორმაციას დაუზარლად, როცა საკითხი გაინტერესებს, მხოლოდ მაშინ გამოგდის კარგად, როცა შენი საქმის მიმართ ვნება გაქვს.

მოდი, ასეთი ვარიანტიც დავუშვათ, – რაღაც გიყვარს, მაგრამ მიუწვდომელია, მაგალითად, ასე, – სპორტი გიყვარს, მაგრამ „ჩაიდანი“ ხარ… ადამიანო (ჩაიდანო, გინდაც), ამ უბრალო მიზეზის გამო ფინანსისტი კი არ უნდა გამოხვიდე? სპორტული კომენტატორი შეგიძლია გახდე, სპორტული მასაჟი ისწავლო (რინგზე თუ ვერ დააგუნდავებ ტაისონს, დააგუნდავებ მასაჟის მაგიდაზე), ან რამე ეგეთი. ერთი სიტყვით, მაინც იქ იტრიალო უნდა, სადაც შენი საყვარელი ამბები ხდება. ჰოდა, რომ მიხვდე, რა გიყვარს, საკუთარ თავს უსმინე და იმას დააკვირდი, ყველაზე ხშირად რის შესახებ მოგწონს ინფორმაციის მიღება. საკმაოდ მარტივია ცხოვრება, როცა სხვის სურვილებზე მეტად, შენ მიმართ საკუთარ სურვილებს ენდობი“.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები