LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია ფანჯიკიძე: მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდთათვის,ზღვარგადასული რეკლამები მოითოკოს

605
malaz-1537511070

“საზოგადოებრივი მაუწყებლის” ოპერატორის, სანდრო ბერაძის გარდაცვალებას სოციალურ ქსელში არაერთი გამოხმაურება მოყვა. სანდრო ბერაძის ცხედარს გუშინ, ცხვარიჭამიის ტერიტორიაზე მიაგნეს. ახლობლები სანდროს გაუჩინარების მიზეზად მის აზარტული თამაშებისადმი დამოკიდებულებას ასახელებდნენ.

მომხდარმა ფაქტმა აზარ­ტუ­ლი თა­მა­შე­ბის მი­მართ სა­ზო­გა­დო­ე­ბის დი­დი ნა­წი­ლის უარ­ყო­ფი­თი და­მო­კი­დე­ბუ­ლე­ბა კიდევ უფრო გაამძაფრა და ადამიანები კვლავ მწვავე რეალობის წინაშე დააყენა.

ფსიქოლოგი ნათია ფანჯიკიძე შესაბამის უწყებებს აზარტული თამაშების მკაცრი რეგულაციების შექმნისკენ უბიძგებს.

გთავაზობთ მის სტატუსს:

,,ყოველდღე საგანგაშოდ იზრდება ლუდომანიის (აზარტულ თამაშზე დამოკიდებულ ადამიანთა) რიცხვი. დაავადება იმაზე სერიოზულია, ვიდრე წარმოდგენა შეუძლია ფსიქიკური ჯანმრთელობის საკითხებში გაუცნობიერებელ ხალხს. გარდა იმისა, რომ მკაცრი რეგულაცია უნდა გავრცელდეს ასაკობრივ ჯგუფებზე, მკაცრად უნდა გაკონტროლდეს ონლაინ მიღწევადობა მოზარდთათვის, ზღვარგადასული რეკლამები მოითოკოს და ა.შ.

უნდა ჩატარდეს სპეციალისტების შეხვედრები და შედგეს პრობლემის გადაძლევის სახელმწიფო გეგმა. კამარას (ჩვენს ცენტრს) აქვს დამოკიდებულებით დაავადებებთან ბრძოლის ხანგრძლივი გამოცდილება, რომელსაც სიხარულით გავუზიარებთ ყველას, ვისაც ეს ეხება.

ასევე, კარგი იქნება, თუ ყველა ტოტალიზატორს და კაზინოს ექნება, მკურნალობის დაფინანსების კეთილი ნება მათთვის, ვისაც ეს დაავადება სოციალური სიდუხჭირის გამო შემოეპარა.
დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტრო.”- წერს ნათია ფანჯიკიძე

ამავე თემაზე:

,,არის წუთები, როდესაც დუმილი ღალატს ნიშნავს! ვაღიაროთ, რომ სხვისი სიკვდილით, ჩვენც გვაკლდება…”

ოთო ნემსაძე: გვიღუპავენ კიდევ ერთ თაობას და სასწრაფოდ რამე რეგულაციებია მოსაფიქრებელი

დოლიძე სანდრო ბერაძის გარდაცვალებაზე: შევწყვიტოთ ჩვენი შვილების სიცოცხლის შეწირვა!

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები