LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თოდუას „სასიყვარულო წერილი“ – მომღერლის ახალი კლიპი

421
natia-todua-news232323

Love Letter – სასიყვარულო წერილი“ ახალი სიმღერაა ნათია თოდუას შემოქმედებაში. როგორც მომღერალი აღნიშნავს, ის ამ კომპოზიციას უძღვნის 60-70-იანი წლების მუსიკას, ვუდსტოკის ფესტივალს და იმ ჟანრებს, რომლებიც მაშინ იყო პოპულარული, ასევე ადამიანებს შორის მაშინდელ ურთიერთობებსა და ემოციებს.

„ძალიან მენატრება სასიყვარულო წერილები და ის დრო, როცა ასეთ წერილებს წერდნენ. არასდროს გამიგზავნია და არც მიმიღია, მაგრამ ძალიან გამიხარდებოდა“, აღნიშნა ნათიამ „იმედთან“ საუბრისას.

კლიპი გადაღებულია ბერლინში.

ნათია თოდუას ახალი ალბომის პრეზენტაცია იანვარში, ბერლინში გაიმართება. ალბომის სახელწოდებაა Miss You (მენატრები).

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები