LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა: ჩვენ უკვე ანაკლიის მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, დავას პერსპექტივა არ გააჩნია

94
116261686-3210043305751973-3333892953334738918-o

„კონსორციუმთან ხელშეკრულებას ხელი 2015 წელს მოეწერა, ახლა 2020 წელია და ხელშეკრულების თანახმად, ჩვენ უკვე ანაკლიის მოქმედი პორტი უნდა გვქონოდა, მაგრამ სამწუხაროდ, კონსორციუმმა სამთავრობო ხელშეწყობის მიუხედავად, ვერ შეასრულა მოვალეობა და ვერ მოაბა თავი პროექტის განხორციელებას“, – ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრი აცხადებს.

ნათია თურნავა ამბობს, რომ „ანაკლიის განვითარების კონსორციუმისა“ და მისი ერთ-ერთი მთავარი ინვესტორის მხრიდან საქართველოს წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავას არანაირი სამართლებრივი პერსპექტივა არ გააჩნია. მინისტრის შეფასებით, კონსორციუმი საკითხის პოლიტიზირებას და მთავრობისთვის ახალი ინვესტორის მოძიებაში ხელის შეშლას ცდილობს.

„ჩვენ გეგმაზომიერად ვმუშაობთ სატენდერო პაკეტის განახლებაზე და ახალი ინვესტორის მოძიებაზე“,-განმარტავს ნათია თურნავა.

ცნობისთვის, როგორც დღეს გახდა ცნობილი, „ანაკლიის განვითარების კონსორციუმმა” და ერთ-ერთმა მთავარმა ინვესტორმა ბობ მეიერმა 29 ივლისს შეიტანეს დამოუკიდებელი საარბიტრაჟო სარჩელები საქართველოს წინააღმდეგ, ანაკლიის პორტის პროექტში მათ დარღვეულ უფლებებთან დაკავშირებით. ისინი საქართველოსგან დანაკარგების ასანაზღაურებლად 1 მილიარდ აშშ დოლარზე მეტს ითხოვენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები