LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა – ჩვენი ამოცანაა, საქართველო ვაქციოთ ლოგისტიკურ ჰაბად

103
transportation and logistic industry

ეკონომიკის სამინისტროში შემუშავდა სატრანსპორტო ლოგისტიკური პოლიტიკის დოკუმენტი, სადაც ერთ-ერთი მთავარი აქცენტი ლოგისტიკური ცენტრების განვითარებაზეა გაკეთებული. ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრობის კანდიდატი ნათია თურნავა აცხადებს.

„ვფიქრობთ, შემოვიტანოთ სათანადო სტანდარტები ლოგისტიკური მომსახურებისთვის. ჩვენი ამოცანაა, რომ საქართველო ვაქციოთ არა მხოლოდ სატრანსპორტო, არამედ ლოგისტიკურ ჰაბად, რაც მოიცავს მთელი რიგი მიმართულების, მათ შორის, საბითუმო ვაჭრობის ცენტრის, სასაწყობო ჰაბის განვითარებას, რათა ქვეყანამ მიიღოს ყველა ის სიკეთე, რომელიც მოყვება სატრანსპორტო დერეფნის განვითარებას“,- განაცხადა ეკონომიკის მინისტრობის კანდიდატმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები