LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა რაჭის ჰესზე – ეს პროექტი სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის, მოსახლეობისთვის

85
90

„დღევანდელი სახით ეს პროექტი სრულიად უსაფრთხოა გარემოსთვის, მოსახლეობისთვის. ეს აღარ არის მაღალ კაშხლიანი ჰესი, ეს აღარ არის ჰესი დიდი წყალსაცავით. ყველას მოვუწოდებ ცოტა უფრო პროფესიონალი იყოს თავიანთ ხედვებსა და გამონათქვამებში და ჩახედონ დოკუმენტებს“,-ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა რაჭის ჰესზე საუბრისას განაცხადა.

მისი თქმით, ამ თემებთან დაკავშირებით, ოპოზიცია ან საქმის კურსში არ არის მათსა და მოსახლეობის შორის კომუნიკაციაზე, ან განზრახ ამახინჯებს ამ პროცესებს.

„რაც შეეხება ჰიდროელექტროსადგურებს, ესეც საჯარო განხილვების შედეგია და ეს ნამდვილად არ მომხდარა ერთ დღეში. მრავლაწლიანი პროცესია, თუნდაც ონის ჰესების კასკადი, 2017 წლიდან მოყოლებული. მისასალმებელია, რომ მიუხედავად პანდემიისა და საგანგებო ვითარებისა, შესაძლებელია არ შეფერხდეს ასეთი მსხვილი ინფრასტრუქტურული პროექტები, ეს ეხება ჰიდროელექტროსადგურებს, როგორც ონს, ნამახვანს, რომლის მშენებლობაც დღე-დღეზე დაიწყება, ეს ეხება ფოთი პორტის პროექტს. ეს წინაპირობაა იმის, რომ მიუხედავად იმისა, რომ წელს ჩვენ ეკონომიკური კლება გვექნება, 2021 წელს გვექნება ზრდა“, – დასძინა თურნავამ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები