LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ნათია თურნავა რუსეთთან ფრენებზე: ჩვენი უწყება დიალოგისთვის მზადაა

58
Aircraft landing on runway

ეკონომიკის მინისტრი, რუსეთთან ფრენების აღდგენას მიესალმება. „ჩვენ მხოლოდ და მხოლოდ მივესალმებით თუ კი რუსეთის ოფიციალური პირები გადახედავენ და საქართველოსა და რუსეთს შორის პირდაპირი ფრენები აღდგება”, – ამის შესახებ ნათია თურნავამ მთავრობის სხდომის დასრულების შემდეგ გამართულ ბრიფინგზე. მინისტრი, რუსეთის საავიაციო ხელისუფლების მიერ, რუსული ავიაკომპანია S7 Airlines-თვის მოსკოვი-ქუთაისის მიმართულებით ფრენების განხორციელების უფლება გაცემასაც გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ “ეს ინფორმაცია გავრცელდა რუსული მედიის საშუალებით.

რუსეთი საქართველოსთან ავიამიმოსვლის აღდგენას უარყოფს

ბრძა­ნე­ბის მი­ხედ­ვით, კვი­რა­ში და­ახ­ლო­ე­ბით 7 რე­ი­სი შეს­რულ­დე­ბა

„ეს ჯერჯერობით არ ნიშნავს ფრენების აღდგენას, რადგანაც ამისთვის არსებობს მთელი რიგი ფორმალური პროცედურები. ჩვენს სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს არ მიუღია არანაირი შეტყობინება, რომ ფრენები აღდგენილია. აქედან გამომდინარე, ამ ეტაპზე, ვერ დავადასტურებთ ფრენების აღდგენას. მაგრამ ისევ ვამბობ, რომ ჩვენ ისევ და ისევ მივესალმებით თუ კი ეს გადაწყვეტილება იქნება მიღებული” – დასძინა მინისტრმა.

მისივე თქმით, მისი უწყება დიალოგისთვის მზადაა და მიესალმება, თუ კი რუსული მხარე რუსეთ-საქართველოს შორის პირდაპირ საჰაერო მიმოსვლის განახლებაზე დადებით გადაწყვეტილებას მიიღებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები